ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია

10 May 2021 11:51


თბილისში, დიდ დიღომში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსის კედელი წააქცია - ინფორმაცია და ფოტომასალა ფეისბუქჯგუფში "დიდი დიღომი" გავრცელდა. პოსტის ავტორის თქმით, ფოტოები დავარის ქუჩაზეა გადაღებული. 

ამასთან, გუშინ ღამიდან დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩის მონაკვეთი პატრულმა გადაკეტა - ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებარე კორპუსიდან ქარის გამო საგნები ცვივა. 



rustavi 2





კომენტარები:

ფართი შოპი