სტიქია და უამინდობა მთელ საქართველოს ხვალაც დაატყდება თავს - იხილეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

10 May 2021 12:01

გუშინდელი სტიქიის შემდეგ უამრავი რეგიონი დაზარალდა. როგორც ირკვევა უამინდობა საქართველოში ორშაბათ-სამშაბათსაც გაგრძელდება. მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ძლიერი ქარი და ტემპერატურის ვარდნა. კვლავ მოსალოდნელია სტიქიური მოვლენები. 


განსაკუთრებით საყურადღებოა აღმოსავლეთ საქართველოს ამინდის პროგნოზი. დედაქალაქში ხვალ იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 30 მ/წამსაც კი მიაღწევს. ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება. მსგავსი ამინდია კახეთსა და ქართლში, ხოლო გუდაურსა და ბაკურიანში სულაც თოვლია მოსალოდნელი.


ტემპერატურის მკვეთრი კლებაა დასავლეთ საქართველოში, სადაც წვიმის სახით დიდი ნალექი იქნება. ფოთში ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაეცემა. იგივე ვითარება იქნება ბათუმსა და ოზურგეთში, ხოლო ქუთაისში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ოღონდ ძლიერი წვიმის თანხლებით. 


ამინდის შედარებით გაუმჯობესება სამშაბათიდან ივარაუდება, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ოთხშაბათიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც საგრძნობლად მოიმატებს.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი