საფრთხე ეკონომიის სახელით - რა უნდა იყიდოთ და რა არა ლარიან მაღაზიაში

10 May 2021 12:35

„ლარიანების მაღაზიას“ ყველა უბანში შეხვდებით. სოციალურად მძიმე ფონს აღნიშნული მაღაზია სწორედაც რომ შეეფერება და ბევრი მომხმარებელიც ჰყავს...

მაღაზია კი მომხმარებელს უამრავ ნივთს სთავაზობს, დაწყებული ჭურჭლიდან პარფიუმერიით დამთავრებული...

 

მაგრამ, ნუ გგონიათ, რომ სახელიდან გამომდინარე ყველაფერ ლარი ღირს, ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, თუმცა, ძალიან ძვირიც არ ღირს.


„ლარიანების“ მაღაზიაში შეგიძლია 5-ლარიანი „ჭიქების სერვისი“ შეიძინო...


თუმცა, არსებობს ნივთები, რომლის ყიდვა მსგავსი ტიპის მაღაზიაში რეკომენდებული არაა.

სწორედ ამიტომ „დაიჯესტი“ გირჩევთ, რისი ყიდვა შეგიძლიათ და რისი - არა.


რა არ უნდა იყიდოთ „ლარიანებში“:


❌ სათამაშოები

იაფიან ნივთებს დაბალი თვითღირებულება აქვს და როცა საქმე ბავშვის სათამაშოს ეხება, რომელსაც პატარა ხშირად პირშიც ჩაიდებს, კარგად უნდა ვიცოდეთ, რას შეიცავს ის.

დიდი ალბათობით, ლარიანი სათამაშოს დასამზადებლად ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიური საშუალებებია გამოყენებული.


❌ პარფიუმერია

მიუხედავად იმისა, რომ გოგოებს გვიხარია 5 ლარად „ტონალურის“ შეძენა და ფულის დაზოგვა, მინდა გითხრათ, რომ ეს არც თუ ისე კარგი აზრია... რადგან იაფფასიანი კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს მავნე ნივთიერებებს და შესაძლოა, მსგავსმა პარფიუმერიამ ალერგია მოგცეთ და სახეზე გამონაყარი დაგიტოვოთ.


❌ სხეულის მოვლის საშუალებები

ლარიანი ელემენტები შეიცავს მხოლოდ ნახშირბადს და თუთიას. ასეთ ელემენტს თქვენი ელექტროტექნიკის გაფუჭება შეუძლია. შეამოწმეთ, თუ ის ლითიუმსაც შეიცავს, მაშინ ყველაფერი კარგადაა.


❌ მედიკამენტები და ვიტამინები

თუ ვინმეს „ლარიან მაღაზიაში“ მსგავსი პროდუქცია შეუმჩნევია, აქ ის არასდროს არ უნდა იყიდოთ, რადგან მედიკამენტის გაყიდვა დასაშვები მხოლოდ აფთიაქებშია.

მიუხედავად მომხიბვლელი ფასისა, დამეთანხმებით რომ ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თანაც შესაძლოა, დაბალი ხარისხის მედიკამენტმა პაციენტს უკუჩვენება მისცეს და მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.


❌ ბიჟუტერია

დიახ, ისინი იაფფასიანი მეტალით მზადდება, რაც საბოლოო ჯამში კანის ფერს ცვლის. აგრეთვე, ნაკლებად ხარისხიანი ლითონი თავადვე იცვლის ფერს და არაესთეტიკური შესახედაობის ხდება...


რისი ყიდვა შეგიძლიათ „ლარიან მაღაზიაში“?


???? ხელსახოცი

მაგიდის ხელსახოცი, ხელსაწმენდები - ეს ის უვნებელი პროდუქციაა, რისი ყიდვაც თამამად შეგიძლიათ...



???? შამპუნი და თმის მოვლის საშუალებები

შეიძლება, ბრენდული პროდუქცია ვერ ნახოთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თმისთვის, დაბალფასიანი პროდუქტი უფრო ეფექტიანია, ვიდრე ძვირადღირებული.


???? ჭურჭელი

თუკი საახალწლოდ საჩუქრად ჭურჭლის სერვისის ყიდვა გადაწყვიტეთ და ბევრი ფულის დახარჯვაც არ გინდათ, შეგიძლიათ აღნიშნული ნივთი „ლარიანებში“ თამამად იყიდოთ და მასპინძლის გულიც გაახაროთ.


სხვათაშორის, ბევრი ორიგინალური, ლამაზი ჭურჭლის, ჭიქის, თეფშებისა სუვენირის ყიდვა შეგიძლიათ.


???? სარეცხის საშუალება

ამ მაღაზიაში შეგიძლიათ, წონითაც იყიდოთ სარეცხის ფხვნილი, სასიამოვნო სურნელით და დანაზოგიც დახარჯოთ...


სხვათაშორის, ნაკლები ფასი მის გარეცხილ ხარისხზე არ აისახება და საკმაოდ კარგადაც რეცხავს ტანისამოსს, თანაც სურნელიც დიდი ხნით მიჰყვება...


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი