იმერეთში 14 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო მოიყვანა ცოლად

07 May 2018 03:01

იმერეთში არასრულწლოვანი წყვილი დაოჯახდა. შემთხვევამ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან 14 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო მოიყვანა ცოლად.

“გოგოებო დღეს ჩემი ახლობლის შვილმა 14 წლის ბიჭმა ცოლად 12 წლის გოგო მოიყვანა, გაგიჟებას ვარ ეს რა ხდება, ვაიმეე, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე,”-წერს სოციალურ ქსელში ილონა, რომელიც ერთ-ერთი “დედების ჯგუფის” წევრია.

“გოგომ უთხრა ვრჩები და ვსიოო და მშობლებმაც არ დააძალეს.. ბიჭს კი დედა არ ყავს, ბებომ და ბაბუმ გაზარდეს,”- ამბობს ქალბატონი.

აი რას წერენ კომენტარებში:

“12 წლის ბავშვმა რომ ვრჩებიო განაცხადა და ეხლა ზიან მისი პატრონები ღრეობენ და სუფრა აქვთ გაშლილი მეტის ღირსები არიან”

“დარეკოს ვინმემ პატრულში. როგორ შეიძლება ასე?”

“ცემაცემით უნდა წაიყვანოს დედამ.12წ ბავშვმა რა იცის კაცის ან ოჯახის.გაგიჟდნენ.”

“აი ესეთი მეზობლობა,ახლობლობა ღუპავს ბავშვებს,იციან და ხმას არ იღებენ მე ვინ მკითხავსო!!!”

“რააა?? რას ქვია არ უნდა დარეკონ და არავინ ჩაერიოს; შენ აზრზე ხარ რას ამბიბ? ქალს, დედას შენ ნორმალურად მიგაჩნია 12 და 14 წლის ბავშვების ქორწინება? ჩაერიონ კი არა დასაჭერები არიან მშობლები, ღემრთო როგორ ბნელა, ბედს უკარგავო, ჰაიმეეე რა ბედი ხალხოოო, დანაშაულთან გვაქვს საქმე.”

“მერთმა სულ ბედნიერიები ამყოფოთ, პაწაწუნები.”

“უპატრონოები არიან? რას ქვია მოიყვანა? თამაში ხო არაა ოჯახის შექმნა? იმათი მშობლების ადგილას დავასიკვდილებდი ცემით. გული მერევა რაა.”


წყარო : itv.ge


კომენტარები:

ფართი შოპი