სალომე სამადაშვილი - ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს

10 May 2021 14:31

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი პარტნიორებად „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ მოიზარებს.


როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე ბიძინა ივანიშვილის საბოლოოდ დამარცხება გაუჭირდებათ.


„ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც „ლელოს“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას”, - განაცხადა სამადაშვილმა.


რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ მის წამოსვლას და დოკუმენტზე დამოუკიდებლად ხელმოწერას, როგორც სამადაშვილი ამბობს, ნიკა მელიას მისთვის არ უთქვამს, რომ ამის გამო ნაწყენია და მასთან შეხვედრისას „ბევრი დრო ხუმრობას დაუთმეს“. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტზე ხელის არმოწერა საერთაშორისო თვალსაზრისით „მაინცდამაინც პოპულარული ნაბიჯი“ არ იყო.


„ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია. ნიკამ იცის კარგად, რომ შეთანხმების მოტივაცია იყო, რომ ნიკას და გიორგის საპატიმრო დაეტოვებინათ“,- განაცხადა სამადაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი