„როგორც მშობელი, შვილის გათავისუფლებას სულმოუთქმელად ველოდები“, – ასე ეხმაურება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია შვილის სასამართლო სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
მისივე თქმით, ევროპა ხულიგნებს და ბანდიტებს გირაოს არ უხდის და მათ აღიარეს, რომ „საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს“
„დიდი ალბათობით გათავისფულდება, რადგან ევროკავშირია ჩართული. სხვა გამოსავალი მთავრობას არ აქვს. თუ თავის მოჭრა უნდა ბოლომდე კიდევ მოიგონონ რამე ხრიკები. როგორც მშობელი შვილის გათავისფულებას სულმოუთქმენლად ველოდები. არ ვიცი, ვნახოთ… მადლობელი ვარ ელჩების, ევროკავშირის, ოპოზიციური პარტიების, რომ ეს ერთობლივად შეძლეს. მთავრობას მინდა ვუთხრა, რომ უფრო თავშეკავებული კომენტარები გააკეთონ. არ შეიძლება ხალხის დაძაბვა. ჩვენ ხომ ქართველები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. არ არის საჭირო ასე აგდებულად მოხსენიება. თვითონ ხომ კარგად იციან, რომ ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერი გააკეთა, ეს მთავრობა გააშიშვლა. როდის იყო, რომ ევროპა ან ამერიკა ასე დადგომოდა… ნუთუ არავინ კარგი მრჩეველი არ ჰყავთ? ხულუგნებს და პანდიტებს გირაოს ევროპა არ უხდის. ევროპამ აღიარა, რომ საქართველს პოლიტპატიმრები ჰყავს,“ – ამბობს ანზორ მელია.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია გარეთ იყოს, რადგან ის მარტო „ნაციონალური პარტიის“ კი არა, ოპოზიციის ლიდერიცაა.
„რამდენმა პაციენტმა ან ახლობელმა დამირეკა საზღვარგარეთიდან, ასევე საქართველოდან, დაითანხმე შვილი და ჩვენ გადავიხდით გირაოსო. ნიკა სასტიკი წინააღმდეგი იყო. ევროპის მიერ გადახდილ გამოსასყიდს სულ სხვა პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მე მიხარია მაგალითად… ნიკა უფრო საჭიროა ახლა გარეთ, ვიდრე შიგნით. იმიტომ, რომ ის ლიდერია. მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ კი არა, ოპოზიციის ლიდერიც, გამაერთიანებელიც. აღმოაჩნდა ამ კაცს ასეთი ნიჭი და ამას ოპოზიცია იყენებს,“ – გვითხრა ანზორ მელიამ.
primetime.ge