გიგი დედალამაზიშვილი კორონავირუსს ბეწვზე გადაურჩა - "ბოლოს მითხრა, თქვენ იყავით კარგად და არა უშავსო… ეს იყო შოკი"

10 May 2021 15:42

ციცი ფალავანდიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, თუ რა მძიმე დღეები გამოიარა მისმა ოჯახმა და განსაკუთრებულად, მისმა ვაჟმა, გიგი დედალამაზიშვილმა, როდესაც კორონავირუსს ებრძოდა.


"მწარედ შევეჯახე ამ ვერაგ კორონას. გიგის ჰქონდა საკმაოდ რთულ ფორმაში.  არ მეგონა, რომ გიგის ასე გაუძნელდებოდა კორონავირუსის დამარცხება, რადგან არც ქრონიკული დაავადება ჰქონია და არც არაჯანსაღი ცხოვრების წესი ახასიათებს. თავიდან ძვლებში ამტვრევდა, ძალა აღარ ჰქონდა, ვინც გიგის იცნობს, იცის, რომ მისთვის ეს ყველაფერი უცხოა. დაკარგა ყნოსვა, გემო – არა. როდესაც კლინიკაში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ ფილტვების დაზიანება 19% იყო. მადლობელი ვარ წმინდა მიქაილის სახელობის საავადმყოფოსი, სადაც პროფესიონალი და ყურადღებიანი ექიმები მუშაობენ. 


მეუბნებოდა, სუსტად ვარო… ბოლოს მითხრა, თქვენ იყავით კარგად და არა უშავსო… ეს ბოლო წვეთი იყო… ეს იყო შოკი არა მხოლოდ ჩემთვის. მარინა გადაირია. ყველაზე ძლიერი მე აღმოვჩნდი, რადგან ყველას დაწყნარებამ მომიწია. ასეთი რაღაცის გადატანა საკმაოდ რთულია. მარტო რომ ვრჩებოდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. 


ნელა-ნელა გამოდის მდგომარეობიდან. თვეში ერთხელ პოსტკოვიდურ გართულებებზე გამოკვლევებს გაიკეთებს… ელოდება სამი თვის გასვლას და პირველი მე ავიცრებიო. ამას მეორეჯერ ვეღარ გადავიტანო."


წყარო: fortuna.ge




კომენტარები:

ფართი შოპი