რა იმალება მაღაზიის კონსულტანტის ღიმილის მიღმა

10 May 2021 16:01

რთუ­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ, როცა ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე უკა­ნას­კნე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­აგ­ზავ­ნე და კომ­პი­უ­ტე­რი გა­მორ­თე, საკ­მა­ოდ ძნე­ლია „თა­ვი­სუ­ფალ რე­ჟიმ­ზე“ გა­დარ­თვა, რად­გან წინ, სა­ცო­ბე­ბით სავ­სე დამ­ღლე­ლი მგზავ­რო­ბა გე­ლის სახ­ლამ­დე. ამას გარ­და, „ლო­ქ­და­უ­ნამ­დე“ უბ­ნის სუ­პერ­მარ­კეტ­შიც უნდა მო­ას­წრო შევ­ლა, სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად.


პი­კის სა­ათ­ში, სა­ლა­როს­თან რიგ­ში მდგომს გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ დრო უსას­რუ­ლოდ გა­ი­წე­ლა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვო მა­შინ, როცა ერთი სული გაქვს, სახ­ლამ­დე მი­აღ­წიო, შხა­პი მი­ი­ღო, ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლო, ივახ­შმო და ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ, დი­ვან­ზე მო­კა­ლათ­დე, მაგ­რამ თით­ქოს შენს ჯიბ­რზე, სუ­პერ­მარ­კე­ტის ყვე­ლა­ზე მოკ­ლე რიგ­შიც კი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იდ­გეს ერთი „მუხ­რუ­ჭი“, რო­მელ­საც სა­ლა­როს­თან რა­ღაც პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა.


ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ რო­დე­საც მე­ო­რე სა­ლა­როს­თან დგე­ბა მო­ლა­რე, რიგ­ში მდგომ ხალ­ხში არა­ფე­რი ადა­მი­ა­ნუ­რი აღარ რჩე­ბა. ვი­ღას ახ­სოვს ორ­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია? ახალ რიგ­ში გა­და­წყო­ბა ერ­თგვარ ორ­თაბ­რძო­ლას ემ­სგავ­სე­ბა.


მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და „მა­ღა­ზი­ო­ბა­ნას“ თა­მა­ში. სა­თა­მა­შო­ებს ლა­მა­ზად და­ვა­წყობ­დი და გამ­ყიდ­ვე­ლის როლს ვირ­გებ­დი-ხოლ­მე. ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებ­და წარ­მო­სახ­ვი­თი კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა და სულ მე­გო­ნა, რომ მა­ღა­ზი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც ასე­თი­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მყიდ­ვე­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ცე­სი. ასე ალ­ბათ იმი­ტომ მე­გო­ნა, რომ ისი­ნი ყო­ველ­თვის მი­ღი­მოდ­ნენ, თა­ვა­ზი­ა­ნად მომ­მარ­თავ­დნენ და დახ­მა­რე­ბას მთა­ვა­ზობ­დნენ.


ჩემი თა­მა­ში სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის მო­დელს უფრო ჰგავ­და, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს რიგ­ში დგო­მი­სა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვის კულ­ტუ­რა, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე ვერ ვი­ტყვი. აქ ყვე­ლა სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­შია ჩა­ძი­რუ­ლი. იშ­ვი­ა­თად და­ი­ნა­ხავ მომ­ღი­მარ სა­ხე­ებს. ყვე­ლას სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბა, ყვე­ლა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და საკ­მა­რი­სია უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­ბა­ბი მის­ცე, რომ ნე­გა­ტი­ვის ტალ­ღა აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­ტყდე­ბა თავს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თმა ინ­ცი­დენ­ტმა და­მა­ფიქ­რა, რო­მელ­საც სა­ლა­როს რიგ­ში დგო­მი­სას შე­ვეს­წა­რი.


სა­ღა­მოს, როცა „ლო­ქ­და­უ­ნამ­დე“ ხალ­ხის ტალ­ღა მი­ა­წყდა უბ­ნის მარ­კეტს, სამ­სა­ხუ­რი­დან მო­სუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ ჩავ­დე­ქი სა­ლა­როს რიგ­ში. ჩემ წინ და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი იდგა. სულ წინ კი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი, რო­მელ­თაც დიდი კა­ლა­თა თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ევ­სოთ. როცა პრო­დუქ­ტე­ბის ამო­ლა­გე­ბა და­ი­წყეს სა­ლა­როს­თან, რიგ­ში მდგო­მებ­მა ერ­თხმად ამო­იხ­ვნე­შეს. უც­ბად, გო­გომ წა­მო­ი­ძა­ხა - „ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი და­მა­ვი­წყდაო,“ რა­ზეც ქმარ­მა ხუმ­რო­ბით უპა­სუ­ხა: - „რა­ღად გინ­და, 60 მეტ­რი­ა­ნი ჩეკი კი გვექ­ნე­ბაო.“ მის პა­სუხზე გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ უც­ბად, ერთი ქა­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლო სახე შევ­ნიშ­ნე. სა­ნამ მო­ლა­რე პრო­დუქ­ტებს ატა­რებ­და, იქვე მდგო­მი კონ­სულ­ტან­ტი გო­გო­ნა ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის მო­სა­ტა­ნად გა­იქ­ცა. შე­ვა­ტყვე, რო­გორ და­ი­ძა­ბა ის ქალი. უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ბუტ­ბუ­ტებ­და და აშ­კა­რად სხვე­ბის­გა­ნაც ელო­და მხარ­და­ჭე­რას, წყვი­ლის და­სა­მუ­ნა­თებ­ლად, მაგ­რამ როცა ვე­რა­ვინ აი­ყო­ლია, გა­ჩუმ­და და მხო­ლოდ იმით შე­მო­ი­ფარ­გლა, რომ ორი­ვე მტრუ­ლი, გან­მგმი­რა­ვი მზე­რით გა­ა­ცი­ლა. რო­გორც იქნა, მისი რი­გიც მო­ვი­და.


დახლზე და­ა­წყო პური, მა­წო­ნი, კვერ­ცხი და გა­ყი­ნუ­ლი ქა­თა­მი. თან, კონ­სულ­ტანტს საკ­მა­ოდ უხე­შად უსაყ­ვე­დუ­რა, რა­ტომ წა­ვი­და ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის მო­სა­ტა­ნად. მო­ლა­რემ სწრა­ფად გა­ა­ტა­რა პრო­დუქ­ტე­ბი, მაგ­რამ ქათ­მის შტრიხ-კოდი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და აპა­რატ­მა ვერ წა­ი­კი­თხა. ამა­ზე სულ გა­და­ი­რია და კონ­სულ­ტანტს ყვი­რი­ლი და ლან­ძღვა და­უ­წყო. რიგ­ში მდგო­მე­ბი მის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ სი­ტყვებს ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი სა­ხე­ე­ბით, მშვი­დად ის­მენ­დნენ. მო­ლა­რემ სწრა­ფად, ხე­ლით შე­იყ­ვა­ნა კოდი და ღი­მი­ლით ცდი­ლობ­და მის დამ­შვი­დე­ბას. აქეთ კონ­სულ­ტან­ტი გო­გო­ნა უხ­დი­და ბო­დიშს, მაგ­რამ შო­რი­და­ნაც ჩან­და, რო­გორ აუ­კან­კალ­და ხე­ლე­ბი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან. უც­ბად, ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი იმ ქალ­ზეც და რიგ­ში მდგო­მებ­ზეც, რომ­ლე­ბიც მშვი­დად უყუ­რებ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს და არც ერთს მოს­ვლია თავ­ში აზ­რად, მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ხა­ტათ. ამ ინ­ცი­დენ­ტმა ბევრ რა­მე­ზე და­მა­ფიქ­რა და სახ­ლში მი­სულ­მა, გო­ნე­ბა­ში სუ­პერ­მარ­კე­ტის კონ­სულ­ტან­ტის ერთი დღე წარ­მო­ვიდ­გი­ნე...

1. ის მუ­შა­ო­ბას დი­ლით ადრე იწყებს. იც­ვამს უნი­ფორ­მას, რად­გან კომ­პა­ნი­ი­ის სა­ხეს წარ­მო­ად­გენს. სხვა ბევ­რი პრო­ფე­სი­ის მსგავ­სად, ზოგ­ჯერ ღა­მის ცვლა­ში უწევს მო­რი­გე­ო­ბა და დი­ლით მი­სულ მომ­ხმა­რე­ბელს ჩვე­უ­ლი თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა.

2. მას თით­ქმის ყო­ველ­დღე, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა ხე­ლახ­ლა უწევს.

3. მან უნდა მი­ი­ღოს პრო­დუქ­ცია, მი­ით­ვა­ლოს და და­ა­სა­წყო­ბოს.

4. დი­ლით­ვე უნდა შე­ა­მოწ­მოს პრო­დუქ­ცი­ის ვა­დე­ბი. ასე­ვე, უნდა შე­უც­ვა­ლოს პრო­დუქტს ფას­დე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ.

5. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დახ­ლებ­ზე გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ტის მა­რა­გი უნდა შე­ავ­სოს და დათ­ვა­ლოს პრო­დუქ­ცია.

6. მუ­დამ აკონ­ტრო­ლოს პრო­დუქ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მა­ცივ­რე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა.

7. აკონ­ტრო­ლოს აქ­ცი­ის ვა­დე­ბი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი აქ­ცი­ის ფა­სე­ბიც უნდა და­ა­კო­რექ­ტი­როს.

8. ის მთელ დღეს ფეხ­ზე მდგო­მი ატა­რებს და მომ­ხმა­რებ­ლებს დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

9. დღის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­დუქ­ტის აწონ­ვა უწევს. ხში­რად, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

10. უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სი­სუფ­თა­ვე მა­ღა­ზი­ა­ში.

11. კონ­სულ­ტანტს სუ­პერ-უნა­რე­ბიც აქვს. მა­გა­ლი­თად, ხში­რად უწევს გა­მო­იც­ნოს მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლე­ბი. მან კონ­სულ­ტა­ცი­აც უნდა გა­უ­წი­ოს და მი­ა­წო­დოს სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, ამა თუ იმ პრო­დუქტზე.

12. ნო­ემ­ბრი­დან-იან­ვრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე უს­მენს ერ­თი­და­ი­გი­ვე სა­ა­ხალ­წლო მუ­სი­კას და ინარ­ჩუ­ნებს სიმ­შვი­დეს.

13. იმახ­სოვ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ასო­ბით პრო­დუქტზე (წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ამას რო­გორ ახერ­ხებს).

14. პრო­დუქ­ტი უნდა გა­ა­ტა­როს სა­ლა­რო­ზე.

და სხვა­თა შო­რის, მა­ღა­ზი­ის კონ­სულ­ტან­ტსაც უწევს არა­ნაკ­ლებ დამ­ღლე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა!


მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, კონ­სულ­ტან­ტი ყო­ველ­თვის თა­ვა­ზი­ა­ნად გვპა­სუ­ხობს, მზა­დაა დაგ­ვეხ­მა­როს და და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ აგ­რე­სი­ა­საც მოთ­მი­ნე­ბით შეხ­ვდეს, რაც არ უნდა ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყოს, რად­გან რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია მი­ღე­ბუ­ლი: „კლი­ენ­ტი ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია“- მა­ში­ნაც კი, როცა მარ­თა­ლი არაა. ყვე­ლამ იცის, რომ და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ას ახ­ლავს თან. რაც არ უნდა დატ­ვირ­თუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ მა­ღა­ზი­ის კონ­სულ­ტან­ტის სა­მუ­შაო დღე, ამ პრო­ფე­სი­ას რა თქმა უნდა, ბევ­რი და­დე­ბი­თი მხა­რე აქვს და ახლა სწო­რედ ამა­ზე ვი­სა­უბ­რებ:


1. ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბა სტუ­დენ­ტებ­საც შე­უძ­ლი­ათ

რაც ძა­ლი­ან კარ­გია. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­დენ­ტი მუ­შა­ობს მსგავს სექ­ტო­რებ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, რად­გან სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის ქონა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო და უფრო მეტი სტუ­დენ­ტი საქმდე­ბა. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში კონ­სულ­ტან­ტე­ბი გარ­კვე­უ­ლი გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბენ და სა­სურ­ვე­ლი გრა­ფი­კის არ­ჩე­ვა - რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია!

2. კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის შან­სი

უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს იმი­სა, თუ რო­გორ გახ­და კონ­სულ­ტან­ტი - მა­ღა­ზი­ის მე­ნე­ჯე­რი, ან ად­მი­ნი. სუ­პერ­მარ­კე­ტი სწო­რედ ის სექ­ტო­რია, სა­დაც კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რად­გან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა ქსე­ლე­ბი და დღი­თი-დღე მა­ტუ­ლობს მა­ღა­ზი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

3. სამ­სა­ხუ­რი კო­რო­ნა ვირუ­სის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არა­ერ­თი კომ­პა­ნია და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ი­კე­ტა პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით - უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა. ეს პრობ­ლე­მა არ შე­ე­ხო სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს, რად­გან კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­შიც კი, კომ­პა­ნი­ე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებს ტაქ­სით ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ.

4. გა­მოც­დი­ლე­ბა

ერთ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბას გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მო­აქვს. მა­ში­ნაც კი, თუ კომ­პა­ნი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე და­ი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. ტრე­ნინ­გე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად და­აგ­რო­ვებთ გა­მოც­დი­ლე­ბას არა მარ­ტო ახალ სფე­რო­ში, არა­მედ ზო­გა­დად ვაჭ­რო­ბის სფე­რო­შიც.

5. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა

ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. კო­მუ­ნი­კა­ცია კო­ლე­გებ­თან და მომ­ხმა­რებ­ლებ­თან - ძა­ლი­ან დიდი პლუ­სია. თუნ­დაც სულ სხვა სფე­რო­ში გა­აგ­რძე­ლოთ მოღ­ვა­წე­ო­ბა, აქ შე­ძე­ნი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბი ყველ­გან გა­მო­გად­გე­ბათ. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში. თქვენ ზუს­ტად გა­ი­გებთ, რას ნიშ­ნავს სერ­ვი­სი და წიგნ­ში წა­კი­თხუ­ლი ცნე­ბა, რომ „მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის მარ­თა­ლია“. პრაქ­ტი­კა ყო­ველ­თვის უფრო მე­ტის მომ­ცე­მია, ვიდ­რე წიგნ­ში წა­კი­თხუ­ლი ცნე­ბე­ბი. ბიზ­ნე­სის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის პრაქ­ტი­კა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამ სექ­ტორ­ში კი ყვე­ლა ბიზ­ნეს ფუნ­ქცია ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი.

ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, გამ­ყიდ­ვე­ლის პრო­ფე­სი­ამ ძა­ლი­ან ბევ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და. და­სა­ხე­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, მისი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ტერ­მი­ნი „გამ­ყიდ­ვე­ლი“ შე­იც­ვა­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე და გა­ცი­ლე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო, სო­ლი­დურ სა­ხელ­წო­დე­ბად - „მე­ნე­ჯერ-კონ­სულ­ტან­ტი“.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი