ნიკა მელია - პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო

10 May 2021 21:18

პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.


როგორც მელიამ აღნიშნა, წვრილმანებშიც კი ჩანს ხელისუფლების ბუნება.


„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აურზაური მოხდა. არ ვიცი, ელემენტარული საკითხი იყო. იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყანაში მოსახლეობას აწუხებს, ეს რა მოსატანია, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. არ მიიღოს ციხის ადმინისტრაციამ საკუთარ თავზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ. ბუნება ჩანს ამ ხელისუფლების წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა“, - განაცხადა მელიამ.


ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას გამოსვლას ადგილზე შეკრებილი პირები და მედიის წარმომადგენლები ციხის ცენტრალური კარიდან ელოდნენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს საპატიმრო სხვა გასასვლელით დაატოვებინეს.




კომენტარები:

ფართი შოპი