ნიკა მელია - არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს - უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა?

10 May 2021 21:28

რომ ვიცოდეთ ხვალ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები ჩატარდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა ნორმალურია, თუმცა ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, ოპოზიციურ ველზე გამოიკვეთება ბირთვი, რომელიც ალალ-მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ, რომ ბრძოლაში უკვე ჩართულები არიან.


„არავინ მოვატყუოთ ხალხო, ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ხვალ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები ჩატარდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის პაექრობა უნდა წარიმართოს - ეს ნორმალურია, თუმცა ჩვენ ეს მოპოვებული არ გვაქვს. უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა? შესაძლოა, არსებობენ კოლეგები, ვინც ფიქრობს, რომ 2024 წლამდე უნდა მოიცადოს და მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კარს მომდგარი არჩევნები ოქტომბრის თვეში. შესაძლოა, ვინმე თვლიდეს, რომ ბრძოლაში ახლა შესვლა არ არის პრაგმატულად მისაღები. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ველზე გამოიკვეთება ბირთვი, რომელიც ალალ-მართალ ბრძოლაში კი არ ჩაერთვება, არამედ ბრძოლას გააღვივებს, იმიტომ, რომ ბრძოლაში უკვე ჩართულები ვართ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი