ნინო ჩხეიძე: მინდოდა ხალხს მოვწონებოდი და ორი წელი მხოლოდ ვაშლს მივირთმევდი, გემრიელი კერძების გემო დავიწყებული მქონდა

07 May 2018 04:17

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:


_ბავშვობაში პუტკუნა ვიყავი. 13-14 წლისამ, როდესაც მინდოდა, ხალხს მოვწონებოდი, დიეტის დაცვა დავიწყე, რაც არასწორი იყო - მხოლოდ ვაშლს ვჭამდი (მაშინ კარგი დიეტების კულტურა არ იყო). 2 წელი მხოლოდ ვაშლს მივირთმევდი. წონაში დავიკელი. მაშინ უკვე გაპრანჭვა დავიწყე. ბავშვობიდან ლამაზად ჩაცმა მიყვარდა, რაც დღემდე მიყვარს და ჩემს ერთ-ერთ სუსტ წერტილად მივიჩნევ. 13-14 წლიდან უკვე "დიდური" სამოსის შეძენა დავიწყე. ისეთი ვარცხნილობის, მაკიაჟის გაკეთება მომწონდა, რაც ასაკს მმატებდა. რა თქმა უნდა, ახლა პირიქით ვცდილობ (იცინის). დედა ძალიან მიწყობდა ხელს და მეხმარებოდა. მახსოვს, თანხას ერთად ვაგროვებდით, რომ ტანსაცმელი გვეყიდა. უარს არაფერზე მეუბნებოდა - ამ მხრივ, მათამამებდა. საბოლოო ჯამში, ასე გავხდი პრანჭია.

- 2 წლის განმავლობაში, ვაშლის გარდა, მართლა არაფერი გიჭამიათ?

- სხვა საკვებს იშვიათად ვჭამდი. თითქმის დამავიწყდა ყველანაირი საჭმლის გემო. პურზე ლაპარაკი ზედმეტი იყო - 13-დან 28 წლამდე არანაირი ცომეული არ მიჭამია (არც - ტკბილეული, არც - ნამცხვარი). ფაქტობრივად, არაფერს ვჭამდი. მთელი ცხოვრება შეზღუდული კვების რაციონი მქონდა - ვაშლზე და საერთოდ, ვეგეტარიანულ საკვებზე ვიყავი. გემრიელი კერძების გემო დავიწყებული მქონდა. 33 წლიდან რაღაცების გასინჯვა დავიწყე, მაგრამ ახლა ისევ ავკრძალე.


წყარო: "გზა"


კომენტარები:

ფართი შოპი