თუ მელიამ ეს ორი ამოცანა გადაწყვიტა, ის შეიძლება იქცეს სერიოზულ მოთამაშედ – გია ხუხაშვილი

11 May 2021 00:05

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, პალიტრანიუსთან, ამბობს:

“ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლით, მეტი პერსპექტივა ჩნდება, რომ ჩვენ თავს დავაღწევთ პოლიტიკურ ჩიხს. პოლიტიკური კრიზისი, გადაინაცვლებს პარლამენტში, თუმცა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ კრიზისი გადალახულია… ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, კითხვას სვამს ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, შესაბამისად კრიზისი გადალახულად შეიძლება ჩაითვალოს მაშინ, როცა ქვეყანაში შედგება კონკურენტული, ჯანსაღი არჩევნები.


ნიკა მელიამ უნდა აჩვენოს პოლიტიკური კლასი, მას ხვდება სერიოზული პრობლემები, როგორც საკუთრივ პარტიაში, ასევე ოპოზიციაშიც სერიოზულ კომფროტაციასთან გვაქვს საქმე. ოპოზიციის სერიოზული აქტივი იყო ერთიანობა, ამ ერთიანობას შეექმნა სერიოზული საფრთხე და არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, აღმოჩნდენ მხარეები, რომლებიც აგრესიულები არიან. ყველა საუბრობდა მელიას სახელით, ისე რომ მელიას არავინ არაფერს ეკითხებოდა, რაც ტრაგი-კომიკურად გამოიყურებოდა. ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ მან უკეთ იცის, რაც მელიას სჭირდება, ვიდრე თავად მელიამ, რაც სრული აბსურდია.


მელიას, როგორც გამაერთიანებელ ფიგურას, სერიოზული საქმიანობა ექნება ჩასატარებელი, პირველი ინტრიგა იქნება, პარტიის ერთ აზრზე დაყვანა, სააკაშვილის დათანხმება გრადუსის დაწევაზე… თუ მელიამ დაიბრუნა კონტროლი პარტიაზე, ეს მნიშვნელოვანი იქნება.


ასევე, როგორ მოახერხებს ოპოზიციის მაგიდასთან დაბრუნებას – ესეც საინტერესო საყურებელი იქნება.


თუ მან ეს ორი ამოცანა გადაწყვიტა, ის შეიძლება იქცეს სერიოზულ მოთამაშედ.”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი