როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 May 2021 11:59

11 მაისს ქუთაისში +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მცირედ ღრუბლიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.


ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში გამოიდარებს, სადაც დღის განმავლობაში +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.


მესტიაში +7 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში მცირე ღრუბლიანობას და +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.


ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.


+16 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში გამოიდარა. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.


გორში დღისით +18 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.


გუდაურში +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. მცირედ ღრუბლიანი დღე იქნება ომალოში, სადაც დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.


ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მოსალოდნელია უნალექო დღე. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.


გურჯაანში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.


რუსთავში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირედ ღრუბლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი