პრემიერ-მინისტრი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

11 May 2021 15:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12 მაისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილს  სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ  შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

 

შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.




კომენტარები:

ფართი შოპი