ნაღდი და მაგარი ოპოზიცია ასე მოიქცეოდა, მაგრამ ამას, უკაცრავად, “თავი” უნდა… – თაკო ჩარკვიანი

11 May 2021 18:30

პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:

“ჩემი აზრი??? ჩემი აზრი და სურვილი ასეთია: წესით, ნაღდი და მაგარი, ნამდვილი ოპოზიცია – მთელი გუნდი შეიკვრებოდა პრინციპულად, კვლავ არ შევიდოდა, დაიწყებდა მზადებას და ბოლოს მოუღებდა ოლიგარქიას, მაგრამ (ამას უკაცრავად “თავი” უნდა), გარიგება -მორიგება და “ჟღურტული” კი არა და ნახევარტონებში კაჭრეთში პოლიტიკურად ნაკეკლუცარი “ხელისმომწერი” პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკური ბრძოლა ბოლომდე, საშიში ფეოდალური რუსული მმართველობის წინაამდეგ! რა ვქნა ეს ჩემი აზრია!!!!


თუ პოლიტიკური ბრძოლა და მოგება გვინდა ასეა!


“თამასუქის – ფურცლებით” მოგებული სახელმწიფოებრიობა და აღვირახსნილ ოლიგარქიასთან მოგებული ბრძოლა ” პოლიტიკური კუნტრუშით” მე ჯერ არ მინახავს და თან ბრძოლა ოლიგარქიასთან – “პოლიტ” ოლიგარქებით!!


გავერთიანდეთ და ბრძოლა მოგებულია!


დამიჯერეთ !!!!!!!!”


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი