რატომ ადიან ბავშვები ფანჯრებზე და როგორ დავიცვათ ისინი შექმნილი საფრთხისგან

11 May 2021 18:40

არასდროს დატოვოთ ბავშვი ოთახში მარტო, როდესაც ფანჯარა ღიაა. ოთახში, სადაც ფანჯარა ღიაა, ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვების მილიონი შემთხვევა შეიძლება პრობლემების გარეშე დასრულდეს, მაგრამ თუნდაც მილიონიდან ერთი, ცუდად ან ფატალურად დასრულების შემთხვევა ოჯახისთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა და მშვიდობით დასრულებული დანარჩენი მილიონი შემთხვევა მის კომპენსაციას ვერ მოახდენს.


დასაწყისი...

თქვენი შვილი პირველად გაცოცდა, სკამს დაეყრდნო და ფეხზე ადგა კიდეც. რა საოცარია! თქვენ, ალბათ, გაღიმებული უყურებთ ამ სცენას და შეიძლება ვიდეოსაც კი უღებთ ბავშვს. შემდეგ ის უკვე დივანზე აცოცდა. რა სასიხარულოა, რომ ასე სწრაფად ვითარდება პატარა.ცოცვა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც წარმოგედგინათ. არ დაგავიწყდეთ, რომ შემდეგი ეტაპი აუცილებლად ფანჯარაზე აცოცება იქნება. ეს კი საოცარი სულაც აღარ არის. ფანჯრიდან გადავარდნა ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კარგად გააცნობიეროთ და შესაბამისი ზომებიც მიიღოთ. უსაფრთხოების ზომებს თუ გაითვალისწინებთ, მაშინ ფანჯარაზე აცოცების ეტაპიც ისევე საოცარი იქნება თქვენთვის, როგორც პირველი ნაბიჯი ან პირველი წამოდგომა.


რატომ უყვართ პატარებს ფანჯრებზე აცოცება?

ბავშვები ფანჯარაზე მიცოცავენ, რადგან მათ ეს შეუძლიათ ან უნდათ, რომ შეეძლოთ. ცნობისმოყვარეობა კი მათი მთავარი მოტივატორია. რა მოხდება თუ ფანჯარაზე ავცოცდები? რა ჩანს იქიდან? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ისინი მიცოცავენ სიმაღლეებზე. რთულია, ბავშვი დაარწმუნო, რომ სკამი მხოლოდ დასაჯდომადაა და ის ფანჯარასთან ასაცოცებლად არ უნდა გამოიყენონ. ან წიგნების კარადის თაროები საფეხურები არაა და არც მასზე აცოცება შეიძლება.

ფანჯრებზე აცოცებისკენ განსაკუთრებით ის ბავშვები არიან მიდრეკილი, რომლებსაც უფრო და-ძმა ჰყავთ. სწორედ მათი მიმბაძველობთ ცდილობენ, ფანჯრიდან გადახედვას.


როგორ შევაჩეროთ პატარა მცოცავი?

ალბათ, პირველ ეტაპზე ოთახიდან ვერტიკალური ნივთების აღება მოგივათ გონებაში. მაგრამ ეს არაეფექტურია. ამით პატარა მცოცავს ვერ შეაჩერებთ და კარგად თუ დაფიქრდებით, არც უნდა შეაჩეროთ. ცოცვა ხომ ძალის, მოქნილობისა და ბალანსის გამომუშავების საუკეთესო საშუალებაა. ცოცვით ბავშვები გარემოს შესწავლიან და თავდაჯერებულები ხდებიან.

mshoblebi

მეორე მხრივ, თუ ბავშვის ყველა აცოცებაზე, დრამატულად შეკივლებთ და გაბრაზდებით, პატარებს უფრო მეტ მოტვაციას გაუჩენთ, რომ ფანჯრებზე ავიდნენ. ყველაფერი აკრძალული ხომ ასმაგად უფრო სასურველია.


რა არის გამოსავალი?

რადგან შევთანხმდით, რომ ბავშვს ცოცვა არ უნდა აუკრძალოთ, აუცილებელია, რომ მას უსაფრთხო გარემო შეუქმენათ. უსაფრთხოებისთვის კი შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

  • ფანჯრებთან ახლოს არ დადგათ ავეჯი, რომელზე აცოცებაც შეიძლება.
  • ფანჯრებს გაუკეთეთ დამატებითი საკეტები, რომლის გაღებასაც ბავშვი ვერ შეძლებს.
  • ბავშვის საწოლი ოთახის იმ კედელთან დადგით, რომელსაც ფანჯარა არ აქვს.
  • თუ პერიოდულად პატარას თქვენს საწოლში აწვენთ, უზრუნველყავით, რომ თქვენი საწოლიც ფანჯრიდან მოშორებით იყოს.
  • ფანჯრის მთლიანად გაღების სანაცვლოდ, უმჯობესია მისი ზედა ნაწილი გადმოწიოთ და ასე დატოვოთ.

mshoblebi


  • და რაც ყველაზე მთავარია, დაამონტაჟეთ დამცავი ბარიერები. სახლის ყველა ფანჯარას უსაფრთხოების ბარიერი უნდა ჰქონდეს. ტრადიციული გისოსები არც ისე იოლი დასამაგრებელია, არც დიდად ლამაზია და მათ დასამაგრებლად მუნიციპალური სამსახურიდან შეიძლება ნებართვაც კი დაგჭირდეთ. ამიტომ უმჯობესია, დაამაგროთ სპეციალური ბარიერები, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებისთვის მზადდება. ამ ტიპის ბარიერები სხვადასხვა ქვეყანაში მეტად პოპულარულია. საქართველოში კი ის სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მას baby-stop.ge ამზადებს და როგორც განმარტავენ, პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია. ბარიერი მონტაჟდება უშუალოდ ფანჯარაზე, ძალიან მარტივია დასამაგრებლად და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მარტივად მოიხსნას, შემდეგ კი კვლავ დამონტაჟდეს. რადგან ფანჯარაზე მაგრდება, საჭირო აღარ ხდება კედლის გახვრეტა ან მონგრევა, არც მტვერი დგება სახლში და არც სარემონტო ნაგავი იყრება. აღნიშნული ბარიერების სიმყარე უძლებს არა მარტო ბავშვის, არამედ ზრდასრული ადამიანის წონასაც. დაპროექტების უნიკალური სქემის გამო ბავშვს მასზე აცოცებაც არ შეუძლია. ეს კი მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

დაამაგრეთ ბარიერები, დაიცავით უსაფრთხოების სხვა წესები და თქვენს პატარას მიეცით საშუალება იცოცოს, განვითარდეს, შეისწავლოს გარემო...


მშობლები




კომენტარები:

ფართი შოპი