" სად უნდა მოწიო სიგარეტი, ის უფრო პრიორიტეტული ყოფილა, ვიდრე ჩემი შვილისა და ამდენი ახალგაზრდის უმოწყალოდ დახოცვა ქუჩაში"

08 May 2018 15:33

ჯამბული გამცემლიძე, გიორგი გამცემლიძის მამა:


_დღეს ცხრა წელი გახდა, რაც ჩემი შვილი დაგვემშვიდობა.... ამბობენ, დრო მკურნალიაო... კი, ასეა ნამდვილად, ვისაც ჭრილობა აქვს მოსაშუშებელი, მაგრამ როცა შვილი გტკივა ეს უფრო და უფრო  გაუსაძლის ტკივილს იწვევს. ოთხწელნახევარი  მის მტრებს, "ნაციონალებს" ვეხვეწე სამართალი მაპოვნინეთთქო, ოთხწელნახევარი მისი უფლებების დამცველებს ვეხვეწები  მიშველეთ მეთქი  და რა?


დღეს, თურმე, სად უნდა მოწიო სიგარეტი, ის უფრო პრიორიტეტული  ყოფილა, ვიდრე ჩემი შვილისა და ამდენი ახალგაზრდის უმოწყალოდ დახოცვა ქუჩაში, ციხეებსა თუ  გამომძიებლების კაბინეტებში... 


ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ მიიყვანა პროკურატურამ ბოლომდე და ვერ მივაღწიეთ სამართალს.


დაითხოვეთ მთელი საგამომძიებლო დეპარტამენტი და მთავარი პროკური, რომელიც ორი წლის წინ შემპირდა სამ თვეში დავამთავრებთო საქმეს, "ნაცონალები" მართავენ დღეს პროკურატურას და იმიტომაც მოუმატეს მუქარებს მათმა ლიდერებმა... ფიქრის დრო ძალიან ცოტა დარჩა... ნუ ჩაგვადენინებთ მოუფიქრებელს...


კომენტარები:

ფართი შოპი