მელიას მერის კანდიდატად დაყენების შემთხვევაში სააკაშვილი ჩამოიშორებს უხერხულ კონკურენტს - ხუხაშვილი

11 May 2021 19:33

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად დაყენების შემთხვევაში ნიკა მელიას პოლიტიკური ფასი შემცირდება. ხუხაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი ამ ნაბიჯით წაუგებელ თამაშს ითამაშებს.

ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მთავარი ინტრიგა არა თბილისის მერის არჩევნები, არამედ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხია.
სტრატეგიაც ამის შესაბამისად უნდა იყოს შემუშავებული და არა იმ საკითხის “ჩახვევით”, ვინ იქნება თბილისის მერი.
და თუ ამოცანაა რიგგარეშე არჩევნები, რატომ განიხილება ნიკა მელია მერობის და არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?
მერი მნიშვნელოვანი პოსტია, მაგრამ ნაციონალური ლიდერისთვის ეს ერთგვარი დაკნინება უფრო იქნება, ვიდრე რევერანსი.
მაშინ რატომ აქტიურობს ,,ნაცმოძრაობის" ზოგიერთი წარმომადგენელი ამ კუთხით?
შესაძლოა, ეს აწყობდეს სააკაშვილს, რადგან მელიას მერის კანდიდატად დაყენების შემთხვევაში, ის ჩამოიშორებს უხერხულ კონკურენტს. გახდება მელია მერი თუ ვერა, მიშა ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩება. პირველ შემთხვევაში არჩეულ მერს პრემიერობაზე პრეტენზია ვერ ექნება. მეორე შემთხვევაში მითუმეტეს - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


tv.პირველი




კომენტარები:

ფართი შოპი