ანრი ოხანაშვილი - ვინმე ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა, ის არ აინტერესებს არც ევროკავშირს და არც მიშელს - ნუ ჰგონიათ, რომ ვინმემ პანიკა უნდა ატეხოს

11 May 2021 19:54

იქნებ ვინმე ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. აღნიშნულით მან ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოში პროცესის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს თემა „მისი განხილვის და შეფასების“ საგანი არ არის“.


„შეცდომაში შეყავთ ეს ადამიანი და იქნებ ვინმე ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა და უგულავა არ აინტერესებს არც ევროკავშირს და არც მიშელს. არასერიოზულია, ნუ ჰგონიათ, რომ მის გარშემო ვინმემ უნდა ატეხოს პანიკა და აჟიოტაჟი. თუ ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივი პროცედურა, ის როგორც მხარე, გაერკვეს თავის სამართლებრივ პროცედურებში და დააყენოს შუამდგომლობა, თუ რაც იქნება, შესაბამის პროცესზე. ეს არ არის ჩემი განხილვის და შეფასების საგანი, ვფიქრობ, ეს არასერიოზულია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.


ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში, 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა.




კომენტარები:

ფართი შოპი