სოზარ სუბარი - ამნისტია, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა მიიღო, ამ მუხლს შეეხო, თუ დაზარალებულად ცნობილი მხარე დათანხმდება, რომ უგულავას შეეხოს, შეეხება

11 May 2021 20:00

ამნისტია, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო, შეეხო ამ მუხლს, შესაბამისად, თუ დაზარალებულად ცნობილი მხარე დათანხმდება, რომ ის უგულავას შეეხოს, შეეხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევემა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 13 მაისს გიგი უგულავას საქმეზე ჩანიშნულ პროცესს გამოეხმაურა.


მისი თქმით, შეთანხმება არ გულისხმობს იმას, რომ სასამართლო პროცესები გაჩერდება.


"პროცესი, რომელიც სასამართლოშია, უნდა მივიდეს ლოგიკურ ბოლომდე. მე არ ვიცნობ ამ საქმეს კარგად, მაგრამ რაც ახალ ამბებში წავიკითხე, არის ის, რომ ამნისტია, რომელიც პარლამენტმა მიიღო რამდენიმე თვის წინ, შეეხო ამ მუხლს, შესაბამისად, თუ დაზარალებულად ცნობილო მხარე დათანხმდება, რომ შეეხოს ის უგულავას, შეეხება და მოეხსნება ბრალდება. სასამართლო ვერ გაჩერდება, სასამართლოები უნდა გაგრძელდეს, დანელსონის და მიშელის დოკუმენტებში ამაზე არაფერი იყო ნათქვამი, საერთოდ შევაჩეროთ და გავაუქმოთ სასამართლო ქვეყანაში - ეს არ იყო", - განაცხადა სუბარმა.


ცნობისათვის, საქალაქო სასამართლოში, თბილისის აეროპორტში, 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლიდერის, ბრალდებულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დაინიშნა.




კომენტარები:

ფართი შოპი