სოზარ სუბარი - ნიკა მელია შეცდენილი ადამიანია, რომელიც მიშა სააკაშვილმა შეაცდინა

11 May 2021 20:08

ნიკა მელია არის შეცდენილი ადამიანი, რომელიც შეაცდინა მიშა სააკაშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუყენეს საკითხი, რომ რეალურად მათი უპირობო ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, თვითონ კი არავინ არ არის.


„სააკაშვილმა უთხრა, რომ შენ იქნები გმირი და საბოლოო ჯამში გამოვიდა არავინ. როგორც კი გამოვიდა ციხიდან, აკო მინაშვილმა ეგრევე დაუსვა საკითხი, რომ ჩვენ გვყავს ერთადერთი და უპირობო ლიდერი, ის არის კიევში და შენ არავინ ხარო. პრაქტიკულად პირდაპირ უთხრა ეს", - განაცხადა სუბარმა.


ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება 10 მაისს დატოვა.


მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.


ინფორმაციისთვის, სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.


ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.




კომენტარები:

ფართი შოპი