„სამწუხაროდ თქვენ სამყაროს ვერ იხსნით, თუმცა საკუთარი ოჯახის და უახლოესი ადამიანების დაცვას ყოველთვის შესძლებთ“ – კობა სუბელიანი

11 May 2021 20:19

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ამჟამად აშშ-ში მცხოვრები კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს:

„13 მცნება კანონიერი იარაღის მფლობელისათვის ამერიკაში.

1. იარაღს მხოლოდ ორი მტერი ყავს – ჟანგი და პოლიტიკოსები.

2. სჯობს 12 – მა გაგასამართლოს, ვიდრე 4 – მა გაგასვენოს.

3. პოლიცია იარაღს თავდაცვისთვის ატარებს და არა თქვენს დასაცავად.

4. არავის და არაფერს მისცეთ საშუალება რამაც შეიძლება საშიშროება წარმოქმნას თქვენთვის რომ შემოაღწიოს თქვენს პირად სივრცეში.

5. არასდროს თქვათ რომ თქვენ გაქვთ იარაღი. თუ დადგა მისი გამოყენების აუცილებლობა, უპირველესად უნდა გაისმას იარაღის დამცველის ხმა.

6. 911- ში ზარის გაკეთების შემდგომ სამაშველო სამსახურის ლოდინის დრო შეადგენს 23 წუთს. გაცილებით სწრაფად გიშველით 357 კალიბრი რომლის ტყვიის სიჩქარე 420 მ/წამია.

7. ორმხრივი სროლის უმთავრესი წესია გაიმარჯვო ყველა შემთხვევაში. თაღლითობის გამოყენებითაც კი.

8. დაატეხეთ მოწინააღმდეგეს ტყვიის წვიმა. ყოველთვის არსებობს რისკი იმისა რომ მოგკლან საკუთარი იარაღით. თუმცა მათ მოუწევთ თავი გაგიტეხონ კონდახით, რადგან მჭიდი ტყვიებისგან დაცლილი იქნება.

9. თქვენი მოქმედება ნებისმიერი ორხმრივი სროლისას.

– თუ არ ისრვით ესე იგი იარაღს ტენით.

– თუ იარაღს არ ტენით ესე იგი გადაადგილდებით.

– და თუ არ გადაადგილდებით, სავარაუდოთ უკვე სული ამოგხდათ.

10. ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში არ შეჩერდე. რაიმე მოიმოქმედე, გააკეთე სისულელეც კი, რაც შეიძლება იყოს მცდარი, მაგრამ გააკეთე! მთავარია არ გაშეშდე.

11. თქვენ თუ ატარებთ იარაღს, ადამიანებმა შეიძლება პარანოიკი გიწოდონ… რა სისულელეა?! არ ინერვიულოთ, თქვენ ხომ იარაღით გაქვთ.

12. თქვენ შეუძლება იყვიროთ ,,შესდექი”

,,არ გაინძრე”

,,ხელები მაღლა” «Стоять!» ან «Halt! Hände hoch!» მაგრამ იცოდეთ, მსხვილ კალიბრიანი იარაღის კეფაზე მიბჯენა უნივერსალური საერთაშორისო ენაა.

13. სამწუხაროდ თქვენ სამყაროს ვერ იხსნით, თუმცა თავდაცვას, საკუთარი ოჯახის და უახლოესი ადამიანების დაცვას ყოველთვის შესძლებთ.“


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი