მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

28 Jun 2017 15:50

უბედური შემთხვევა, დღეს, გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში მოხდა. 6 წლის ბავშვი, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. 


საინფორმაციო პორტალი "მხარე" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი დაადასტურეს. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, გამოძიება დაწყებულია სისხლისსამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს  სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და  ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.


კომენტარები:

ფართი შოპი