ტრისტან მახაურის სურვილი ასრულდება, მისი პატარა ბიბლიოთეკა დედაუნივერსიტეტს გადაეცემა

08 May 2018 15:42

ზურაბ გაიპარაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი:


_რამდენიმე დღის წინ დამირეკა ლელა მახაურმა, ტრისტანის დამ. მითხრა, რომ მისი ძმის მოკრძალებული ბოლო სურვილი იყო, ტრისტანის პატარა ბიბლიოთეკა დედაუნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცემოდა. როგორც ერთი უნივერსიტეტელი და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მადლობას გიხდი, ჩემო სიჭაბუკის მეგობარო, კეთილო, ნათელო კაცო, ნამდვილო უნივერსიტეტელო, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც უნივერსიტეტზე ფიქრისთვის! ამიერიდიან შენი ხელშევლებული წიგნების კოლექცია უნივერსიტეტის წიგნსაცავში, ჩვენი დიდი უნივერსიტეტელების პირადი ბიბლიოთეკების გვერდით, მონახავს ადგილს და შენც მაგ წიგნებთან ერთად მუდამ გაგიხსენებენ სტუდენტები, როდესაც შენეულ წიგნებს გადაფურცლავენ!


კომენტარები:

ფართი შოპი