ირაკლი კობახიძე - მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - საერთოდ არ გვაინტერესებს „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა პარლამენტში

11 May 2021 22:42


არაფრის ლუსტრირება არ მომხდარა მელია რაც იყო ის დარჩა, არის პოლიტკრიმინალი. შეუძლია გააგრძელოს თავის გეგმები, მაგრამ სახელმწიფოს ექნება თავისი გეგმები, მათ შორის პოლიტკრიმინალების მიმართ, - ასე უპასუხა პარტია „ქართყული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას - რისი ლუსტრირება მოხდა მელიას გათავისუფლებით.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმაქრთველ გუნდში არავის ადარდებს, შევა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობა“ პარლამენტში.


„ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ბუნებრივია, არ გვადარდებს, არ გვაწუხებს. მთავარია, რომ შარლ მიშელმა გააკეთა მკაფიო განცხადება კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით. რა იქნება უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის - მათი შემოსვლა თუ არშემოსვლა პარლამენტში, ამაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული საკითხი, რაც უნდათ ის გააკეთონ. ჩვენთვის მთავარია, რომ საპარლამენტო რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა და ცხოვრება“, - განაცხადა კობახიძემ.


კითხვაზე: რატომ არ აწერენ ხელს შარლ მშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“ და არის თუ არა ოპოზიციაში ერთობა? - კობახიძემ უპასუხა: „რადიკალურ პარტიებს სურთ აჩვენონ საკუთარი დესტრუქციული დამოკიდებულება, ქვეყნის და პოლიტიკური პროცესის მიმართ“.


„რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ვხედავთ, რომ ერთმანეთთან მკვეთრი და მწვავე დაპირისპირება აქვთ, რაც ძალიან კარგია, რადგან ივლება ზღვარი რადიკალურ და ნაკლებად რადიკალურ ოპოზიციას შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა:


„ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არ იქნება პარლამენტში. აქედან გამომდინარე მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება შემოსვლასთან ან არშემოსვლასთან დაკავშირებით“.


„ჩვენ ამის მიხედით ვერავითარ ნაბიჯებს ვერ დავგეგმავთ, გვაქვს ჩვენი დღისწესრიგი, მათ შორის მემორანდუმით არის გათვალისწინებული ისე, რა სახითაც ჩვენს მიერ იქნა ინიცირებული და გავყვებით ამ დღისწესრიგს. დანარჩენი საინტერესო არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.


მისივე თქმით, ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია.


„მელია თუ გმირია... ეს განცხადებები აჩვენებს ამ პოლიტიკური პარტიის ბუნებას. შედარებები მანდელასთან და ა.შ. ეს ყველაფერი ბუნებრივია არის ღიმისლიმომგვრელი და ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ მელია არის შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალი, რომლის ადგილიც არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თუმცა, ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა კობახიძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი