ირაკლი კობახიძე - თუ მელია იქნება ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ არჩევნებს, რაც დაახლოებით 65%-ს ნიშნავს

11 May 2021 22:50

მელია თუ იქნება ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ არჩევნებს, რაც დაახლოებით 65%-ს ნიშნავს ჩვენთვის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც კობახიძე ირწმუნება, თბილისის მერის აარჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს.


„მელია თუ იქნება ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, 2/1-ზე მინიმუმ მოვიგებთ არჩევნებს, რაც დაახლოებით 65%-ს ნიშნავს ჩვენთვის. ჩვენ ეს თამამი განცხადება შეგვიძლია გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ოპოზიციას ჰქონდეს, იქ შეიძლება სხვანაირი პროცენტები დალაგდეს. მაგრამ ასეც და ისეც, ჩვენი კანდიდატი მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს, გარწმუნებთ“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მერობის კანდიდატს პოლიტსაბჭო არჩევს, ხოლო ვინ იქნება ის, მოგვიანებით გახდება ცნობილი.


„პოლიტსაბჭოში განიხილება ყველა კანდიდატის საკითხი, მათ შორის, საქმე ეხება 64 მერობის კანდიდატს და ასეულობით საკრებულოს წერვობის კანდიდატს. პოლიტსაბჭოს ფორმატში განიხილება ეს საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, გუშინ, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაცია არ ექნებათ, თბილისში ათივე ოლქს „ქართული ოცნება“ მოიგებს. მელიას განმარტებით, თუ სოფლად კანდიდატები და მერობის კანდიდატები ყველა ოპოზიციას თავისი ეყოლა, კლიმატი არ იქნება საბრძოლო.




კომენტარები:

ფართი შოპი