2021 წელს მსოფლიოს „ძლიერი დრაკონი“ შეიპყრობს, ხოლო კაცობრიობა კიბოს წამალს აღმოაჩენს - ვანგას წინასწარმეტყველება

12 May 2021 00:23

ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა 1996 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წინასწარმეტყველებები კვლავ დიდ ინტერესს იწვევს და საზოგადოებაში დღემდე აქტუალურია.

2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა, თუმცა, როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს, ვანგას წინასწარმეტყველებით შვებას არც 2021 წელს უნდა ველოდოთ.


ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოს „ძლიერი დრაკონი“ შეიპყრობს და სამი „გიგანტი“ გაერთიანდება. მისივე წინასწარმეტყველებით, მომავალ წელს მსოფლიოს მასშტაბით კატაკლიზმები და კატასტროფებია მოსალოდნელი.


ბულგარელი ნათელმხილველის წინასწარმეტყველებით 2021 წელს კაცობრიობა კიბოს წამალს აღმოაჩენს. აღსანიშნავია, მომავალი წლისთვის კიბოს წამლის აღმოჩენა ნოსტრადამუსმაც იწინასწარმეტყველა.


ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ძლიერ დრაკონში“ ნათელმხილველმა ჩინეთი იგულისხმა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.


ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოში შიმშილი 2028 წლისთვის დასრულდება, დედამიწა ადამიანების ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი 2341 წლისთვის გახდება, ხოლო მარსის კოლონიები ბირთვულ იარაღს 2256 წლისთვის შეიძენენ.


ვანგას წინასწარმეტყველებით სამყაროს აღსასრული 5079 წელს დადგება.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი