რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილს - პასუხი შეკითხვაზე, რომელიც ბევრს აწუხებს

12 May 2021 00:59

Nextროდესაც წმინდა პაისი მთაწმინდელს ჰკითხეს, რატომ უშვებს ღმერთი ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილსო, უპასუხა: - ღმერთი ხომ ყოველივეს ჩვენი სიკეთისთვის აკეთებს. როდესაც მეტყვიან, რომ ვიღაც ყმაწვილი გარდაიცვალა, ადამიანურად ძალიან ვწუხვარ მასზე, მაგრამ თუკი ყოველივეს სიღრმისეულად გამოვიკვლევთ, აშკარაა, რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით მეტი ბრძოლა უწევს მას და, შესაბამისად, მეტი ცოდვები უგროვდება, განსაკუთრებით ამქვეყნიურ, ერის ადამიანებს: რაც მეტხანს ცხოვრობენ ისინი საკუთარი საზრუნავითა და უსამართლობით, უფრო და უფრო იუარესებენ მდგომარეობას, იმის ნაცვლად, რომ გააუმჯობესონ, ამიტომ ვინც ღმერთს ახალგაზრდობაში ან ბავშვობაში მიჰყავს, უფრო მეტსიგებს, ვიდრე კარგავს.


ღმერთს ადამიანი მის ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად შესაფერის დროს მიჰყავს. მიჰყავს განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის გამზადებული სახით და საშუალებით, რათა იხსნას მისი სული. თუ ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი უკეთესი გახდება, მას ცოცხალს ტოვებს, მაგრამ თუ ნახავს, რომ უარესი იქნება, მიჰყავს, რათა გადაარჩინოს, ხოლო სხვები კი, ვინც ცოდვაში ცხოვრობენ, მაგრამ კეთილის ქმნის სურვილი აქვთ, მას მანამდე მიჰყავს თავისთან, ვიდრე ამ სიკეთის აღსრულებას მოასწრებდნენ. ღმერთი ამას იმისთვის აკეთებს, რომ იცის: ეს ადამიანები ნამდვილად გააკეთებდნენ სიკეთეს, საამისოდ შესაფერისი შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, ანუ თითქოს ღმერთი ეუბნება მათ: ”ნუ ირჯებით, თქვენი კეთილი განწყობილებაც კმარა!” - ღმერთს იმიტომ მიჰყავს ბავშვები, სამოთხეში საჭიროა ყვავილების კოკრებიო - იტყვის მავანი.


მშობლები




კომენტარები:

ფართი შოპი