ალექსანდრე კობაიძე – პარტია „პროგრესული საქართველო” უანგაროდ ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბანკებთან პრობლემა, ჩვენ მათ ვუჩერებთ პროცენტებს, ჯარიმებს და მათი ქონება არ გაგვაქვს აუქციონზე

12 May 2021 01:24

პარტია ,,პროგრესული საქართველოს“ ლიდერი, ალექსანდრე კობაიძე პანდემიის პირობებში მისი პარტიის საქმიანობას და აფასებს აღნიშნავს, რომ პარტია უანგაროდ ეხმარება იმ ადამიანებს, ვისაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიადგათ ზიანი.


,,ჩვენ წამოვიწყეთ ახალი კამპანია და  უანგაროდ ვეხმარებით იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ბანკებთან  პრობლემა. ასეთ პიროვნებებს ვეხმარებით ინდივიდუალურად ბანკების, მევახშეების წინააღმდეგ. მათ მოაქვთ კონკრეტული ხელშეკრულებები, გრაფიკები და ჩვენ სასამართლოში სარჩელები შეგვაქვს პანდემიიდან გამომდინარე ადამიანებს ვუჩერებთ პროცენტებს, ჯარიმებს და მათი ქონება არ გაგვაქვს აუქციონზე. ჩვენ არა მარტო ვლაპარაკობთ, არამედ ვმოქმედებთ, “ – განმარტავს ალექსანდრე კობაიძე.


ამასთან, როგორც  ,პროგრესული საქართველოს“ ლიდერი აღნიშნავს, მთავრობას ხალხის პულსის ცემა არ ესმის.


„დღევანდელი ხელისუფლება ადამიანებს უბიძგებს ქვეყანა დატოვონ. ისინი  საზღვაგარეთ დასაქმებას პიარის ელემენტებით ფუთავენ და იმის მაგივრად, რომ საქართველოშივე დაასაქმონ და გააჩერონ ხალხი, პირიქით, ეუბნებიან, რომ  დიახ, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ სხვა ქვეყანაში იქ იმუშაოთ. ეს ყველაფერი საზოგადოებას აზიანებს და საშინელ ტენდენციასთან გვაქვს საქმე. მათ ხალხის პულსის ცემა არ ესმით, ფაქტობრივად არ გვყავს მთავრობა. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო და გავიგო მსგავსი სიტუაცია არის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რომ პირველ რიგში მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე ვიმუშავებ,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.






კომენტარები:

ფართი შოპი