“საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რომ მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური” – ანდრიუს კუბილიუსი

12 May 2021 10:02

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, ტვიტერზე გამოქვეყნებული ტვიტით, “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს და შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს:


საქართველოში ჩემო ძვირფასო მეგობრებო “ნაციონალური მოძრაობიდან”! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას და შეხვიდეთ პარლამენტში!


საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური.


ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში! იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც იგივეს ვიხილავთ!” – წერს ანდრიუს კუბილიუსი.


პარალელი 




კომენტარები:

ფართი შოპი