თეონა აქუბარდია - კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ ყველა პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან"

12 May 2021 15:51

შესაძლებელია ის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე იყოს გარკვეული პარტნიორობა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცალკე გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე - კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ ყველა პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანა რიგგარეშე არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაა.


„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ" მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, იყოს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება. როდესაც ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას", რადგანაც თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი" ცალკე ვაპირებთ ამ არჩევნებზე გასვლას, კოორდინაცია არის აუცილებელი იმიტომ, რომ პროპორციული სიით ხდება რეფერენდუმის გადაწყვეტილება, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებელი" ცალკე გადის ამ არჩევნებზე, თუმცა საუბარს ვაპირებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან იმისთვის, რომ პროპორციულ ნაწილში "ქართულ ოცნებას" წავართვათ ხელისუფლება და შევძლოთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.


ნიკა მელია ახლა გამოვიდა საპატიმროდან და მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ მას დრო ჰქონდეს იმისთვის, რომ საკუთარ პარტიაში ჩამოაყალიბოს პოზიციები, თუმცა ნება იმისა, რომ შეხვედრა შედგეს უკვე გაცხადებულია და ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრაც შედგება და შესაძლებელია ის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე იყოს გარკვეული პარტნიორობა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცალკე გავდივართ ამ არჩევნებზე - კონსულტაციებში მონაწილეობას მივიღებთ ყველა პარტიასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან",- განაცხადა აქუბარდიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი