ანა ნაცვლიშვილი - დიდი ბრძოლის დაყვანა საკითხამდე, თბილისის მერი ვინ იქნება, სწორი არ მგონია, რატომ არ ვმსჯელობთ, რითაა ნაკლები ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი ვინ იქნება?!

12 May 2021 17:10

დიდი ბრძოლის დაყვანა საკითხამდე, თბილისის მერი ვინ იქნება, სწორი არ მგონია, რატომ არ ვმსჯელობთ, რითაა ნაკლები ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი ვინ იქნება?! - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია იქნება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი.


მისივე თქმით, ოპოზიციას ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა ჰქონდეს და უნდა მიაღწიოს ფორმულას, რომელიც ყველაზე მეტ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს საარჩევნო უბანზე მიიყვანს.


„თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების ბედი. შესაბამისად, ძალიან დიდი ამოცანაა შესასრულებელი. ოპოზიციის მოლაპარაკებები, როდესაც უახლოეს მომავალში გვექნება, ორი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტით უნდა გაიმართოს. პირველი, ცხადია კოორდინაცია უნდა გვქონდეს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ აქამდე არსებული რეალობა გავიაზროთ და მივაღწიოთ ფორმულას, რომელიც ყველაზე მეტ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს საარჩევნო უბანზე მიიყვანს.


კოორდინაცია რა ფორმებს მიიღებს ამაზე საუბარია საჭირო. ამ დიდი ბრძოლის დაყვანა იმ საკითხამდე კონკრეტულად თბილისის მერი ვინ იქნება არ მგონია სწორი, რატომ არ ვმსჯელობთ იმაზე, რატომაა ნაკლები, ვინ იქნება ქუთაისის, ან ბათუმის მერობის კანდიდატი?“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი