როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ “ბროშკა” დარჩება – თაკო ჩარკვიანი

12 May 2021 18:27

„კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმაურება:


„ეს “იცოდა” ასე ფიქრობდა და ამ პარტიიდან იყარა კენჭი, თან გულმხურვალე გინებაც გვახსოვს უშვერი ქუჩური სიტყვებით (“ინტელექტით გამოთქმული”), სანამ სიაში შეიყვანდნენ, ცუდია როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ “ბროშკა”, გულქანდი დარჩება”


შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილის განცხადებას:


“ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არ ვაპირებ ენმ-ში დარჩენას. რა არის პარტიის ღირებულებები, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიად. როგორც არის, უკვე დიდი ხანია”


ალია





კომენტარები:

ფართი შოპი