,,შოკირებული ვიყავი... ფეხშიშველი და ტელეფონის გარეშე გავიქეცი გარეთ"- როგორ ცდილობდა დედა შვილის გადარჩენას

12 May 2021 18:56

ისრაელის თავდაცვის ძალების ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება ახალგაზრდა ქალის ფოტო, რომელიც ცრემლიანი თვალებით პატარა შვილს გულში იხუტებს და მის დამშვიდებას ცდილობს. 


ფოტო ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელიც, მთელი ღამის განმავლობაში, ისრაელში ხდებოდა.


ფოტოს თან ახლავს შემდეგი ტექსტი:


,,როდესაც დავაძინე ჩემი შვილი, იმ დროს გაისმა სირენების ხმა. მთელი საღამო შეშინებული ვტიროდი, რადგან მეშინოდა მისი სიცოცხლის გამო. არც ჩვენს სახლში და არც მთლიანად შენობაში არ არის ისეთი თავშესაფარი, რომელიც ბომბებისგან თავის დაცვაში დაგვეხმარება. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ფეხშიშველი და ტელეფონის გარეშე გავიქეცი გარეთ. "


კორინმა მთელი ღამე შვილთან ჩახუტებულმა, ტირილში გაატარა. ის თავისი პატარა გოგოს დამშვიდებას ცდილობდა, როდესაც თელ-ავივის თავზე რაკეტებს ისროდნენ.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი