ღაზასა და ისრაელში მსხვერპლის რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

12 May 2021 20:07

ისრაელმა ღაზას სექტორში დღეს ასობით საჰაერო დარტყმა განახორციელა პალესტინელებმა კი ისრაელის მიმართულებით უამრავი რაკეტა გაისროლეს.


ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ორშაბათიდან 49 ადამიანია დაღუპული, ისრაელის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალები "ასობით სამიზნეს" დაარტყეს და ღაზაში „ჰამასის“ მაღალი რანგის მებრძოლები გაანადგურეს.


”ისრაელის სამხედროები განაგრძობენ შეტევას და უზრუნველყოფენ სრულ და გრძელვადიან მშვიდობას. მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის შემდეგ შეგვიძლია სიტუაციის დაწყნარებაზე ვისაუბროთ,“- აღნიშნა ბენი განცმა.




კომენტარები:

ფართი შოპი