საქართველოს საელჩო ისრაელში - ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება "კომენდანტის საათი" - არ გახვიდეთ ქუჩაში, საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს

12 May 2021 22:00

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქუჩაში არ გავიდნენ.


"ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში


საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს", - წერია განცხადებაში.


ცნობისთვის, მედია "ისრაელის თავდაცვის ძალებზე" დაყრდნობით წერს, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.


შეგახსენებთ, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.




კომენტარები:

ფართი შოპი