ექიმ ოთარ ტატიშვილის თქმით, კოფეინზე უარის თქმის ბევრი მიზეზი არსებობს. ყავის შემცვლელი პროდუქტების მიღება კი გაცილებით სასარგებლოა:
„ბევრს ვერ წარმოუდგენია ყავის გარეშე დილის დაწყება, რაშიც გეთანხმებით, რადგან საიდანღაც ენერგია უნდა მივიღოთ. მოგიყვებით 5 პროდუქტის შესახებ, რომლებსაც არამხოლოდ ყავის ჩანაცვლება შეუძლია, გაცილებით უფრო სასარგებლოა და უფრო მოგიყვანთ ენერგიაზე.
1. თაფლი - მას ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. თაფლის მიღების შემთხვევაში, გაიღვიძებთ და შეიძლება ენერგია საღამომდე გეყოთ. მე გირჩევთ დილა დაიწყოთ თაფლით ან თაფლიანი წყლით.
2. ნუში - ძალიან მდიდარია მონოუჯერი სასარგებლო ცხიმებით, ასევე B ვიტამინით. უძილო ღამის შემდეგ, როდესაც გჭირდებათ ენერგიაზე მოსვლა, შეგიძლიათ ნუშით წაიხემსოთ. პირობას გაძლევთ, რომ მოხვალთ ენერგიაზე, გონება სხვანაირად დაიწყებს მუშაობას. ნუშის მიერ მონიჭებული ძალა, ენერგია და შემართება მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.“
3. ჭარხალი - ისევე როგორც სხვა ბოსტნეულები, მდიდარია რკინით. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჰემოგლობინის ნორმალური დონე, ჭარხალი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ჭარხალი შეიცავს C ვიტამინსაც, რაც ძალიან დაგეხმარებათ, რომ არ გაცივდეთ.
4. ფორთოხალი - ის ჩემპიონია ყველა სხვა პროდუქტში რიბოფლავინის შემცველობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რაც დაგეხმარებათ დილით კარგად გამოღვიძებაში. გირჩევთ დილა დაიწყოთ ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენით ან მიირთვით ერთი ფორთოხალი.“
5. ბანანი - ასევე ძალიან მდიდარი და სასარგებლო ხილია. ბანანი დიდი რაოდენობით B ვიტამინს შეიცავს, ასევე უჯრედისს, მაგნიუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის გამოღვიძებისთვის. C ვიტამინის საკმაოდ მაღალი შემცველობა ბანანშიც არის, რაც ასევე დაგეხმარებათ, რომ არ გაცივდეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე ოთარ ტატიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.
digest.ge