სააკაშვილი: ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე

09 May 2018 19:12

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი:



_ბერა ივანიშვილი, რომელიც მთავარი "დამკრიშავია" კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს, თავის უნიჭო კლიპში. [ბიძინა] ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს. ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ახლა, პრინციპში, ამას უკვე ღიად ამბობენ. სპეციალურად ვაშეარებ კლიპს... ამ საცოდაობის ავტორის მამა ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე. ამჯერად, ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად!


კომენტარები:

ფართი შოპი