ბუღალტერიის ეფექტურად წარმოების საუკეთესო ალტერნატივა

13 May 2021 00:10

ნებისმიერი ტიპის კომპანიის მართვისას ფინანსური ნაწილის სწორად წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შესაბამისად ყველა წარმატებული ორგანიზაციის მენეჯერები მუდმივად ეძებენ საუკეთესო ალტერნატივებს და ყურადღებით უდგებიან ამ საკითხს. ბუღალტერიის სწორად წარმოება არანაკლებ მნიშვნელოვანია სტარტაპის კეთებისას, რადგან მაქსიმალურად ნაკლები ფინანსებით მომგებიან შედეგზე გასვლა მოითხოვს დეტალურად დაგეგმვასა და მუდმივ ჩართულობას, შესაბამისად ერთი არასწორი გადაწყვეტლებაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. ბუღალტერიის წარმოებისას უმნიშვნელოვანესია ის გუნდი თუ ადამიანი, ვინც ამ მიმართულებას უძღვება, რადგან აუცილებელია საკუთარი საქმის მაღალ დონეზე ცოდნით ფინანსების სწორად დალაგება და რაც მთავარია, ამ ყველაფრის კანონიერ ჩარჩოში მოქცევა. ასევე, მინშვნელოვანია ჯანსაღი დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ და მენეჯერთა აქტური ჩართულობაც, ვინაიდან ზუსტად განისაზღვროს კონკრეტულ ეტაპზე ფინანსები რამდენად პრიორიტეტულადაა გადანაწილებული და სამომავლო გეგმებზე რა რისკებია მოსალოდნელი.


ბუღალტრული მომსახურება ის აუცილებელი ფუნდამენტია, რის სწორად კეთების გარეშეც კომპანიის წარმატება თითქმის წარმოუგდენელია, შესაბამისად მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იყოს წარმოებული. როგორც წესი, სხვადასხვა ორგანიზაციაში შეიძლება სხვადასხვა მიდგომა იყოს ბუღალტრული სფეროს მიმართ, თუმცა სულ უფრო მეტად ჩნდება ტენდენცია და იმატებს ინტერესი მისი აუთსორსზე წარმოებაზე, რაც საკმაოდ მომგებიანი, მოსახერხებელი და სანდოა გრძელვადიან პერიოდში. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, როდესაც ბუღლტრული კომპანიის მოძიებას შეუდგებით, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გამოცდილება და სანდო რეპუტაციაა, რაც თავის მხრივ ნიშნავს საქმის კარგად შესრულების მაღალ მოლოდინს.


ბუღალტრულ კომპანიასთან მუშაობის პრინციპი მარტივია, პირველ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენელი შეისწავლის ამჟამინდელ მდგომარეობას, დააკორექტირებს ხარვეზებს და რეპორტის სახით მიაწვდის მენეჯერს, რომელიც დეტალურად გაეცნობა ფინანსების არსებულ მდგომარეობას. ამასთანავე, თუ საჭიროება მოითხოვს, რეპორტს თან დართული ექნება რჩევები კონკრეტული დეტალებით, რომელიც უფრო ეფექტიანად გადაჭრის ამათუიმ პრობლემას. ამის შემდეგ, უშუალოდ კომპანია გადაიბარებს ბუღალტერიას და მიხედავ ყველა საჭირო პროცედურას იმის გათვალისწინებით, თუ რა იქნება კომპანიის გამოწვევები და მიზნები.


აუთსორსზე წარმოებული ბუღალტრული მომსახურება ნიშნავს ფინანსური ნაწილის ყველა ისეთი ასპექტის წარმოებას, როგორიცაა საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი, დროული ბილინგი,  ინვოისების კონტროლი,  ჭკვიანური გამოქვითვები და ყველა სხვა აუცილებელი დეტალი. ამასთან, ეტაპობრივი რეპორტის სახით მუდმივად იქნება საქმის კურსში ტოპ მენეჯმენტი, რაც ძალიან აადვილებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და სწორი მიმართულებით დაგეგმვას. გასათვალისწინებელი დეტალია ისიც, რომ ბუღალტრულ კომპანიასთან მეგობრობა ნიშნავს ასევე, მუდმივ კონსულტაციებსა და რჩევებს ექსპერტებთან, რათა კომპანია ფინანსრუად მზად იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის.


მაღალეფექტიანი შედეგის მისაღწევას მშვენიერი იქნება, თუ ბუღალტრულ კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაციით მენეჯმენტიც ჩართული იქნება პროცესებში, რაც ორივე მხარისთვის მეტად მომგებიანი იქნება. მსგავსი ტიპის ჩართულობა ნიშნავს, რომ ერთგვარად პულსზე ხელი გიდევთ, რაც აადვილებს სწორ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი რისკების შეფასებითა და სამომავლო გეგმების გათვალისწინებით. მეორე მხრივ, კი ბუღალტრული კომპანიისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარტნიორი ორგანიზაციის წარმატება, რადგან სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს მათ სწორად შესრულებულ საქმიანობაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი