როდემდე შეიძლება თვეების განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტვ არხიდან, ყველა გადაცემაში, ინფორმაციებში, თოქ-შოუებში ა.შ მხოლოდ კორონავირუსის, ნიკა მელიას და პარლამენტში შესვლა-არ შესვლის თემა ისმოდეს?, – ამის შესახებ სოპრანო თამარ ივერი სოციალური ქსელში წერს.
მოკლედ, კარგა ხანია გაფუჭებული ფირფიტასავით ვხტუნაობთ ერთ ადგილზე და არ გამოჩნდა არავინ, ვინც ამ „ფირფიტის ნემსს“ ამ გაფუჭებული ადგილიდან წინ გადაწევს!
ცოტა რაიმე სხვა თემებიც და პროექტებიც მოიფიქრეთ თქვე დალოცვილებო, ადამიანების ისედაც ამ პანდემიური ცხოვრების გასაფერადებლად.
მგონი, ისევ ჯობია „ანიმალ პლანეტს“ და საბავშვო არხებს ვუყუროთ +18 ასაკის ხალხმა, რომ ფსიქიკა გადავირჩინოთ ამ საგიჟეთში!“, – ვკითხულობთ ფეისბუკ-პოსტში.
primetime.ge