როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხით 2021 წელს

13 May 2021 00:14

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იცვლება გამოწვევებიც, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი ცხოვრების სტილს, გარკვეული ტიპის საფიქრალი მუდმივად გვაქვს, რაც აუცილებლად მიოთხოვს ჩვენგან შესაბსამისი გადაწყვეტლების მიღებას. ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, თუმცა ზოგჯერ საკმაოდ რთულია ოპტუმალური ალტერნატივის არჩევა, რაც როგორც წესი, რისკების გათვალისწინებასა და გარკვეუილი ტიპის პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ისეთი მოვლენაც არსებობს, რასაც საერთოდ არც ველოდით და არც ვიყავით მზად, თუმცა მის მოგვარებაზე ფიქრი ჩვენი საზრუნავია. უმეტესად ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ფინანსებთანაა დაკავშირებული და რაც მეტად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, მით მეტ ფინანსთანაა დაკავშირებული. სწორ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება დღევანდელ რეალობაში ის განსაკუთრებული უნარია, რაც აუცილებლად უნდა გვქონდეს. ნებისმიერი მოვლენისთვის მზაობისთვის სასურველია წინასწარ ვიცოდეთ სხვადასხვა ალტერნატივები, რაც დაგვეხმარება ფინანსურად მზად ვიყოთ და სწორი გადაწყვეტლება მივიღოთ.


დაგეგმილი თუ უეცარი მოვლენებისთვის არსებობს თანხის სესხების სხვადასხვა ალტერნატივა, შესაბამისად უმეტესად მისი პირობები დამოკიდებულია თქვენს საჭიროებაზე. როგორც წესი, თანხის სესხება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური პირისგან, ასევე შესაბამისი ორგანიზაციისგან, თუმცა აქ მთავარი განსხვავება სანდოობის მაჩვენებელია, რაც პირველ შემთხვევაში უმეტესად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საბანკო და საფინანსო ორგანიზაციებისგან თანხის მიღებისას ყველაფერი ხორციელდება კანონის ფარგლებში შესაბმისად შედგენილ და ორივე მხარისთვის მისაღები ხელშეკრულებით, რაც გამორიცხავს რაიმე ტიპის მაქინაციას. აქედან გამომდინარე, სასურველია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს ფაქტი ყოველთვის გავითვალისწინოთ.


ჩვენი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან ეტაპზე, როგორიცაა საკუთარი სახლის შეძენა, საუკეთესო ალტერნატივაა იპოთეკური სესხი, რომელიც თავისი მიზნობრიობიდან გამომდინარე გრძელვადიანი სესხია და გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფის პირობით. ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება უმეტესად ქორწინებას ეხება, როდესაც წყვილი საკუთარი ოჯახის მოწყობის ეტაპზეა, შესაბამისად პირობები მაქსიმალურად კომფორტულია. აღნშნული კრედიტის იდეა ისაა, რომ ბინის თავდებში ჩადებით მიიღებთ კონკრეტული ოდენობის თანხას, რომლის გადახდაც ეტაპობრივად, გრძელ ვადაშია შესაძლებელი.


იპოთეკურ სესხის მთავარი მახასიათებელი მისი მიზნობრიობაა და მისი მიღება მხოლოდ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი, რაც ასევე აისახება პირობებში და რაც მორგებულია სასხის ამღებ პიროვნებაზე. იპოთეკური სესხი იდეალური შესაძლებლობაა ახალი ბინის შეძენისთვის თუკი მუდმივი შემოსავალი გაქვთ და პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ საკითხს. სესხის აღებამდე გაითვალისწინეთ, აუცილებელია მზად იყოთ კონკრეტული პასუხისმგებლობის აღებისთვის და ზუსტად იცოდეთ ის ვალდებულებები, რომლის შესრულებაც აუცილებელია.


იპოთეკური სესხის პირობები შესაძლოა სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციაში განსხვავდებოდეს, ამიტომ უპირველესად განიხილეთ ალტერნატივები, დააზუსტეთ პირობები და შესთავაზეთ საკუთარი, რადგან, როგორც წესი, საფინანსო ორგანიზაცია ყოველთვის ითვალისწინებს თქვენს პირობებს, რათა ორივე მხარისთვის სასურველი შედეგი დადგეს. სესხის აღებისას ყურადღება მიაქციეთ გაცემის საკომისიოებს, საჯარიმო სანქციებს, რომელიც შეიძლება დაგეკისროთ წინსწრებით ან გადაუხდელობის შემთხვევაში. შეამოწმეთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სესხის დაფარვის გრაფიკი და ვადა, ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულებას და ნებისმიერი ბუნდოვანი დეტალი დააზუსტეთ, რათა ზუსტად იცოდეთ რისთვის უნდა იყოთ მზად.



კომენტარები:

ფართი შოპი