ტექნოლოგიურ ერაში ყველაფრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად წინ მიწევს ციფრულ სივრცის უკეთ ათვისების საკითხიც. თანდათან ყველაფერი ციფრულდება, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას ბადებს და ადამიანებს მეტად უმარტივებს ცხოვრებას. პანდემიამ ერთგვარად კატალიზატორის როლი ითამაში ამ პროცესში და უფრო დააჩქარა მისი ათვისება, შესაბამისად ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ გადავაფასეთ, მოგვწია ფეხი აგვეწყო განვითარებისთვის და ძველ, დრომოჭმული მეთოდები საერთოდ დაგვევიწყებინა. პანდემიის შემდეგ ეს ცოდნა და გამოცდილება კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს ადამიანების ცხოვრებაში და კიდევ მეტად გახსნის ახალ შესაძლებლობებს, შესაბამისად სამყარო, რომელსაც პანდემიამდე ვიცნობდით, სამუდამოდ შეიცვალა.
ყველაფრის გაციფრულება უდაოდ ძალიან კარგი მოვლენაა, თუმცა ამ ყველაფერს თან ახლავს გარკვეული რისკები, რადგანაც ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ვითარდება თაღლითობის ხერხებიც და განსაკუთრებით სიფრთხილე გვმართებს იმისთვის, რომ საკუთარი ინფორმაცია დავიცვათ. დღეს სხვადასხვა სქემა და მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ ციფრულ სივრცეში მანიპულაციური გზით ადამიანებს ინფორმაცია მოტყუებით გამოართვა. კლასიკური დანაშაულისგან ამ ტიპის თაღლითობას სწორედ ის განასხვავებს, რომ ადამიანები საკუთარი დაუკვირვებლობით უმეტესად თავისი ხელით აწვდიან ინფორმაციას დამნაშავეს, რაც რა თქმა უნდა, ცუდად სრულდება. ამ ტიპის თაღლითობისგან თვის ასარიდებლად აუცილებელია უფრო დაკვირვებულები ვიყოთ და არ ვენდოთ უცნობი მხარისგან მიმზიდველ შემოთავაზებებს, იმისთვის კი, ჩვენი კიბერუსაფრთხოება სათანადოდ დაცული რომ იყოს, უნდა გავთვალისწინოთ რეკომენდაციები და მინიმუმ მარტივი პაროლი არ უნდა გვქონდეს.
ციფრულ სივრცეში არსებობს ისეთი ტიპის დანაშაულებიც, რომელიც მანიპულაციას და ადამიანების მოტყუებას არ ემსახურება და პირდაპირი შეტევით ხასიათდება მონაცემთა სისტემაზე. ერთი ან რამდენიმე „ჰაკერისგან“ შემდგარი გუნდის მთავარი სამიზნე, როგორც წესი, კომპანიები არიან, ვინაიდან მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია, რომლის მოპოვების შემთხვევაში საკუთარი მიზნებით შეძლებენ მის გამოყენებას. „ჰაკერული“ თავდასხმისგან თავის ასარიდებლად აუცილებელია ორგანიზაციებს საფუძვლიანად ჰქონდეთ ათვისებული უსაფრთხოების სისტემები და მაღალ დონეზე ჰქონდეს დაცული კიბერუსაფრთხოება. ამასთანავე, აუცილებელია დაიცვან ყველა რეკომენდაცია ორგანიზაციის შიგნით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი, პერიოდულად კი სასურველია ამ სისტემის შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში სასწრაფო განახლება. იმისათვის, რომ ინფორმაცია დაცული იყოს, სასიცოცხლოდ აუცილებელია უსაფრთხოების სისტემას კომპეტენტურმა და გამოცდილმა პროფესიონალთა გუნდმა მიხედოს.
ნებისმიერ შემთხვევაში კიბერდანაშაულისგან თავის არიდების საუკეთესო გზა მეტი დაკვირვებულობაა. მთავარია ციფრულ სივრცეში მოწოდებულ ინფორმაციას ყოველთვის ეჭვის თვალით შევხედოთ და მარტივად გამოვიცნობთ რა არის სიმართლე. ასევე, ბოლო დროს ძალიან მომრავლებული ფეიკ ნიუსების თემაც მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლია დიდი გავნელა მოახდინოს მასებზე, შესაბამისად იყავით ყოველთვის კრიტიკულები ახალი ინფორმაციის მიღებისას. კიბერდანაშაულს ხელს ასევე უწყობს ის ფაქტიც, რომ ადამიანების უმეტესობა გულგრილია ამ საკითხის მიმართ და თვლიან, რომ ეს მათ არ ეხებათ ან არ შეემთხვევათ, რაც საკმაოდ არასწორი მიდგომაა, რადგან ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ცფრულ სივრცეში უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც განსაკუთრებით მარტივ და მიმზიდველ სამიზნედ აქცევს ხოლმე დამნაშავისთვის.