როგორ ვიქირაოთ ბინა მოახლოებულ ზაფხულში?

13 May 2021 00:17

ზაფხულის მოახლოება ჩვენი განწყობის მატებასთან ერთად უპირველესად ახალი გეგმების მოფიქრებსთანაც ასოცირდება და ვცდილობთ მაქსიმალურად ვისიამოვნოთ ბოძებული რამდენიმე თვით ისე, რომ ყველაფერი მოვასწროთ. დაგეგმილი თუ დაუგეგმავი აქტივობები ჩვენი ცხოვრების ნაწილია და სწორ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებით ჩვენი კმაყოფილების დონეც იმატებს. არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულის გატარებას სად გეგმავთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, შესაბმისად კარგი იქნება თუ ყველაფრის მზად ვიქნებით. პანდემიის მიუხედავად ყოველთვის ვახერხებთ გართობასაც და მიუხედავად მოძრაობის შეზღუდვაზე დაწესებული რეგულაციებისა, მუდმივად გვინდა სასიამოვნო გარემოს შექმნა, ამიტომ ხშირად უპირველესი საფიქრალი ერთი ან რამდენიმე დღით ბინის მოძებნაა, რაც ზოგჯერ არც ისე კომფორტულ სიტუაციაში გვაყენებს. ამის გამოსასწროებლად, სასურველია წინასწარ ვიცოდეთ ის ალტერნატივები, რაც შეიძლება გვქონდეს და თუ დაგეგმილი გვაქვს სახლის გარეთ ღამის გათენება, წინასწარ ვიზრუნოთ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოულოდნელად გაჩნდა ბინის მოძიების პრობლემა, თუ წინასწარ გეცონიდენებათ სად უნდა ეძებოთ სასურველი ტიპის სახლი, მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას.


ბინები დღიურად ყველა დიდ ქალაქში ქირავდება, ამიტომ აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ რა გვინდა და სად ვეძებთ. უმეტესად გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებთ, თუ რა აქტივობა გვაქვს ჩაფიქრებული არსებულ თუ მომდევნო დღეს, ამიტომ პირველი ყურადღება ლოკაციაზე გაამახვილეთ. ამის შემდეგ უკვე მდგომარეობისა და ფასის მიხედვით გაფილტრეთ, გაითვალისწინეთ ქალაქის ცენტრში ბინებს შედარებით მეტი ფასი ადევთ, ქალაქის ცენტრისგან მოშორებით კი უკვე იაფია. ასევე, რა თქმა უნდა, კარგად მოვლილი და და გაკეთებული ბინა შედარებით ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა ნამდვილად ღირს ამ არჩევანის გაკეთება. ასევე, შეიძლება ბინების ფასი განსაზღვროს ადგილობრივმა ღირსშესანიშნაობამ, ამიტომ შეგიძლიათ ამის მიხედვითაც დაიგეგმოთ. ბინების ძებნისას არ დაკმაყოფილდეთ საიტზე განთავსებული შეტყობინებით, დაუკავშირდით მფლობელს და გამოართვით ყველა გასათვალისწინებელი დეტალი, თუ რაიმე ბუნდოვანი იქნება, აუცილებლად დააზუსტებინეთ, რათა მოულოდნელი იმედგაცრუება თუ პრობლემა თავიდან აირიდოთ.


ბინის ქირაობისას მეპატრონისთვის აუცილებელია სახლი იმ მდგომარეობაში ჩაიბაროს, რა მდგომარეობაშიც თქვენი შესვლისას იყო, ამიტომ თუ მეგობრებთან დაბადების დღის გადახდა ან წვეულების მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად გააფრთხილეთ ამის შესახებ. ასევე, გაითვალისწინეთ ყველა ის მითითება, რასაც ბინის პატრონი წამოაყენებს, რათა რაიმე სახის გაუგებრობას ადგილი არ ჰქონდეს. ასევე, გაითვალისწინეთ ზუსტად რა დროში უნდა ჩააბაროთ სახლი, ვინაიდან შეიძლება უკვე დაჯავშნილი იყოს სხვა ადამიანზე მეორე დღისთვის და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ წინასწარ იზრუნებთ დროულად მომზადებაზე.


როგორც წესი, ბინები დღიურად როდესაც ქირავდება, უმეტესად წინასწარ არის ხოლმე დაჯავშნილი, ამიტომ თუ წინასწარ დაგეგმეთ უკვე დასვენების დეტალები, აუცილებლად იზრუნეთ სასურველი ბინის მოძებნასა და დაჯავშნაზეც, თუმცა თუ დაუგეგმავათ გიწევთ სასურველი ბინებისა და შეთავაზებების სქროლვა არ იდარდოთ, ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო, რომელიც გამოწვეულია გასაქირავებელი ბინების დიდი რაოდენობით, ყოველთვის მოიძებნება თქვენთვის სასურველი სახლი.



კომენტარები:

ფართი შოპი