"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

13 May 2021 01:02

პარ­ტი­ას თუ და­ვა­არ­სებ, "სი­ტყვა და საქ­მე" მინ­და და­ვარ­ქვა, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კო­სი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.


სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, თუმ­ცა „ უკა­ნას­კნე­ლი, რაც ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა“.


რო­გორც სა­მა­დაშ­ვი­ლი წერს, ახალ ეტაპს იწყებს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და 4 - წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ენმ-თან სრულ­დე­ბა.


"დიდი ხა­ნია არა­ფე­რი და­მი­წე­რია ვრცლად. ერთ პოს­ტში-ათი­ო­დე დღის წინ, ვწერ­დი, რომ ნიკა მე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის გი­რა­ო­თი და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს. გა­დავ­წყვი­ტე, მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ბევ­რი არა­ფე­რიც არ და­მე­წე­რა. ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე მძი­მეა- ხში­რად ვწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებთ მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც არას­დროს ხდე­ბა, დეკ­ლა­რი­რე­ბას ვუ­კე­თებთ სურ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც არ რე­ა­ლიზ­დე­ბა. მოკ­ლედ, გა­დავ­წყვი­ტე, თუ რა­მეს დავ­წერ, ამით და­ვი­წყო-აი, წინა კვი­რას რო­გორც ვამ­ბობ­დი...ვნა­ხოთ, თუ გა­მო­მი­ვა.



პარ­ტი­ას თუ და­ვა­არ­სებ, ‘სი­ტყვა და საქ­მე", მინ­და და­ვარ­ქვა. ჯერ კი იყო სი­ტყვა, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­ღა­ლეთ უში­ნა­არ­სო სი­ტყვე­ბით. თუმ­ცა, რომ და­ფიქ­რდე, უკა­ნას­კნე­ლი, რაც ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აა. ეს მო­იც­დის... 

მთა­ვა­რია, რომ ვთქვით-გა­ვა­კე­თეთ, გი­ორ­გი რუ­რუა და ნიკა მე­ლია გა­რეთ არი­ან, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ რა­ზეც შევ­თან­ხმდით, ბო­ლომ­დე შეს­რულ­დეს, ამის­თვის ვიბ­რძო­ლებ ჩემ­თვის ბევრ სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ან­თან ერ­თად, ვი­საც ეყო პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ბე­და­ო­ბა და შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, პარ­ტი­უ­ლად, თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად.


ჩემს ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს ასე­ვე წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ... დღეს ბევ­რი მათ­გა­ნის­გან მეს­მის იგი­ვე არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც მე ვცდი­ლობ­დი პარ­ტი­ის დარ­წმუ­ნე­ბას, რომ ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბის­თვის, რაც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. ნიკა თა­ვი­სუ­ფა­ლია, მე ახალ ეტაპს ვი­წყებ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში და ჩემი 4 წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ენმ-თან სრულ­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ 2016 წელს, პარ­ტი­ის დაშ­ლი­სას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პარ­ტი­ის წევ­რიც კი არ ვი­ყა­ვი, გავ­წევ­რი­ან­დი პარ­ტი­ა­ში და ენმ-ს შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნე სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია.


ჩემი სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე იმის­თვის, რომ პარ­ტი­ას, რო­მელ­საც დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჰქონ­და და­სავ­ლეთ­ში, პრობ­ლე­მე­ბი გა­და­ე­ლა­ხა. 4 წელი, რო­მან გო­ცი­რი­ძეს­თან და თინა ბო­კუ­ჩა­ვას­თან ერ­თად, ფაქ­ტი­უ­რად 3 ადა­მი­ა­ნი ვა­ცო­ცხლებ­დით პარ­ტი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ურ­თუ­ლეს მო­მენ­ტში გვერ­დში ვე­დე­ქი რო­გორც მიშა სა­ა­კაშ­ვილს, ასე­ვე ნიკა მე­ლი­ას. კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ და ყვე­ლას, ვინც მათ­თან ერ­თად აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას. სა­ბო­ლო­ოდ, ეს სა­ერ­თო ბრძო­ლაა”, - წერს სა­მა­დაშ­ვი­ლი.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი