ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს

13 May 2021 09:29

საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ  ძალადობას და სარაკეტო შეტევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.

 

„ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან  მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად,“- აღნიშნულია პრემიერის „ტვიტში“.




კომენტარები:

ფართი შოპი