შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისია არის ტესტი - რასაც 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ახლა აქვთ შესაძლებლობა თავად იყვნენ ამ საქმის მოსამართლეებიც და გამომძიებლებიც

13 May 2021 12:56

ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისია არის გარკვეული ტესტი - რასაც ექვსი თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ახლა აქვთ შესაძლებლობა თავად იყვნენ ამ საქმის მოსამართლეებიც და გამომძიებლებიც,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, მათ აქვთ შესაძლებლობა გაწევრიანდნენ საგამოძიებო კომისიაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოპონენტები გაყალბებულ არჩევნებზე ბრალდებებს თავს დაანებენ, კომისიის საჭიროება არ იქნება.


„იცით, რომ ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატი შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს, მხოლოდ ცალმხრივად ისროდნენ გარკვეულ ბრალდებებს, შემდეგ ვერც ერთი ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს. საბოლოო ჯამში, ხელში შეგვრჩა ექვსთვიანი ფარსი, რომელიც თითქოს დაკავშირებული იყო გაყალბებულ არჩევნებთან. ეს კომისია არის ის ადგილი, სადაც შესაძლებლობაა, ყველა საკითხი იყოს გამოძიებული. თუ ჩვენი ოპონენტები იტყვიან, რომ ბრალდებებს თავს დაანებენ 31 ოქტომბრის არჩევნევზე და გაყალბებულ არჩევნებზე, კომისიის საჭიროება არ იქნება, მაგრამ ვინაიდან, დღემდე იგივე სიყალბეს იმეორებენ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში გარკვევა და ობიექტური პასუხის მოძებნა,"- განაცხადა პაპუაშვილმა.


ცნობისათვის საგამოძოებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი