მიხეილ ყაველაშვილი: 1981 წლის 13 მაისი - იშვიათია ასეთი დღეები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სამაგალითო უნდა იყოს

13 May 2021 16:53

„მე შევეხები 40 წლის წინანდელ  თარიღს, 1981 წლის 13 მაისს. ჩვენმა დიდმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“ უდიდეს წარმატებას მიაღწია და ჩვენი სპორტის ისტორიაში ალბათ ყველაზე გამორჩეული თარიღია. ეს იყო უდიდესი გამარჯვების დღე და გამაერთიანებელი დღე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოსი. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება გავერთიანდეთ და ჩვენი თითოეულის მოღვაწეობა, მუშაობა იყოს მიმართული იქეთ, რომ ასეთი გამარჯვებები ხშირი იყოს ჩვენი  ქვეყნისთვის“,-ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვების დღეს.

 

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა ამ უდიდესი სპორტული გამარჯვების შემოქმედი ადამიანები, კორიფე სპორტსმენები და ის უდიდესი ემოცია, რომელმაც მაშინ ქვეყანა გააერთიანა.

 

„შთამბეჭდავია განცდა დღემდე, როდესაც იმ კადრებს ვუყურებთ და იმ ადამიანების სიხარული.  ეს არის გამორჩეული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ეს ის ადამიანები არიან და ეს ის თარიღია, სადაც მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისაბაძი არიან მათი მოღვაწეობით, რომელთაც ასეთი შედეგი დადეს და ამ შედეგმა გააერთიანა მთელი ჩვენი ქვეყანა. იშვიათია ასეთი დღეები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სამაგალითო უნდა იყოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივბაძოთ სპორტსმენებს. მათი გაკეთებული საქმე იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, რომ პატივი უნდა ვცეთ და დავაფასოთ ეს ადამიანები. მინდა დიდი მოწიწებით გავიხსენოთ ეს კორიფეები და პატივი მივაგოთ. დიდება გმირებს და მოვუაროთ დარჩენილებს, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს გამარჯვების ფასი“,-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი