რიმა ბერაძე თავდაცვის მინისტრს - რა კეთდება ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზებისთვის?

13 May 2021 21:57

რა კეთდება ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზებისთვის და ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?,- ამ შეკითხვით თავდაცვის მინისტრს პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა რიმა ბერაძემ მიმართა.


"საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ორ საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება:


ძალიან კარგია, რომ დაწყებული გაქვთ ჯარისკაცებისთვის ბინების შენების პროექტი და მათი ძალიან დაბალ ფასად აძლევთ საცხოვრებლებს. გვითხარით, რა ეტაპზეა საცხოვრისების მშენებლობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა?


აქვე მინდა გკითხოთ, ხუდადოვის 173-ში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის შესახებ.


მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ამ კორპუსში შესახლებულ ადამიანებს ბინები სიმბოლურ ფასად გადავეცით, თუმცა დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, რომელიც დღემდე ელოდება ბინის დაკანონებას. როდის დასრულდება ეს პროცესი?


დამეთანხმებით, ძალიან გვჭირდება და მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) ჯარის პოპულარიზების საკითხი.


გასულ წლებთან შედარებით, ქართულ ჯარში, ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან წინ ვართ წასულები.


ამის თაობაზე მაინტერესებს თქვენი ხედვა, რა კეთდება ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზებისთვის და ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?", - განაცხადა დეპუტატმა.


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.




კომენტარები:

ფართი შოპი