მედია - ისრაელის ქალაქ აშკელონში რაკეტა 7-სართულიან შენობას მოხვდა, 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა

14 May 2021 08:04

ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების აშდოდის, აშკელონისა და ბეერ-შევას მიმართულებით სარაკეტო თავდასხმას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა აშკელონში 7-სართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც 60 წლის მამაკაცი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგიმარეობა მძიმეა.


ისრაელსა და პალესტინას შორის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები მეხუთე დღეა გრძელდება. ღაზაში აცხადებენ, რომ დაღუპულია 109 ადამიანი, მათ შორის 29 ბავშვი. ისრაელის ინფორმაციით კი ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს ამ დრომდე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია.




კომენტარები:

ფართი შოპი