მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, ზურა ხაჩიძე წლებია პროფესიიდან გამოდმინარე მედიის ყურადღების ცენტრშია.
მის ცხოვრებაში უამრავი ტრაგედია და ცხოვრების რთული პერიოდი იყო.
დღეს ამ სტატიაში ზურა ხაჩიძის პირადზე მოგიყვებით. გავიგოთ „ქუჩის ბიჭების“ ცნობილი სახის პირადი ამბები.
ხაჩიძის ბავშვობის წლებს უდარდელი ნამდვილად არ იყო. ცხრა თვის იყო, მისი მშობლები რომ დაშორდნენ და ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქალაქისკენ აიღეს გეზი, ის კი ბორჯომში ბებია-ბაბუასთან დატოვეს. ეს ზურა ხაჩიძის ცხოვრების დასაწყისია.
„ქალაქ ბორჯომში დავიბადე. მამა, შუქრი ხაჩიძე, ავტობუსის მძღოლი გახლდათ და საბჭოთა კავშირის მასშტაბით მუშაობდა. დედა, ლალი ვეფხვიაშვილი, სასწავლო ნაწილის გამგე იყო სპორტსკოლაში. ცხრა თვის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ. დედა ათი წლით უმცროსი იყო მამაზე. მოუტაცებია მამას დედა, მაგრამ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. დედა თბილისში წავიდა. ექვსი წლის ვიქნებოდი ალბათ, რომ გათხოვდა და შვილი ეყოლა, მამა რუსეთში წავიდა. მე მამის მშობლებმა გამზარდეს. შვიდი წლის ასაკიდან გამოჩნდა მამა ჩემს ცხოვრებაში.
ვიცოდი, მამა სადაც იყო, უფრო დედას ვკითხულობდი. მამიდა და ბებია მზრდიდნენ 14 წლამდე, სანამ დედას გავიცნობდი. დედა ბორჯომში ისვენებდა ხშირად, მეორე სახლი გვქონდა იქ. ერთხელ მეგობარმა მოტყუებით გადამიყვანა, რომ მენახა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა“- ამბობს ზურა ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ძალიან ადრე დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება და ამ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის დავიწყე სარჩოს მოპოვება, ანუ მოპარვა პირდაპირ გეტყვით“- ამბობს ზურა ხაჩიძე.
ზურა როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება მატარებელში ღამის გათენება ხშირად უწევდა.
„ვაგზლის მოდენაზე იყო მიტოვებული მატარებლები და როცა თბილისში ჩამოვდიოდი ვცხოვრობდი ამ მატარებლებში“- ამბობს ხაჩიძე.
ზურა ხაჩიძემ მოზარდობის ასაკი ქუჩაში გაატარა, როგორც თავად იხსენებს ქუჩიდან ბევრი კარგი, რამ ისწავლა.
„ადამიანებთან ურთიერთობის მხრივ, თუ რამ კარგი გამაჩნია, ქუჩამ მომცა. მაშინ სხვა ქუჩა იყო. სამართლიანობას, უფროსების მიმართ პატივისცემას, ქალის პატივისცემას ვსწავლობდით. ქუჩაშიც ბევრი უსამართლობა ვნახე, რასაც ვერსად ვერ ვიტან. ამიტომ მივხვდი, რომ ქუჩა „ჩემი“ არ იყო. ეს იყო ადგილი, საიდანაც უნდა ამეღო კარგი და ცუდი დამეტოვებინა. ზუსტად ვიცოდი, რომ ბირჟაზე დგომით ჩემი ცხოვრება არ გაგრძელდებოდა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბავშვობაში მილიციასთან მქონდა საქმე“- იხსენებს მომღერალი.
„თუ ქუჩას მოვწყდი, ეს ეკლესიისა და ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს დამსახურებაა. მან გამზარდა იმ პერიოდში. ჯერ ვუსმენდი წირვა-ლოცვას. მერე შევატყვე, რომ მხოლოდ გოგოს გამო არ დავდიოდი ეკლესიაში. მერე გალობაც დავიწყეთ... დღეს კმაყოფილიც კი ვარ იმით, რომ ბევრი მძიმე წუთები გადავიტანე. ამან გამოცდილება მომცა. არ ვტრაბახობ, მაგრამ ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებამ, ქუჩამ, ეკლესიამ, ბორჯომმა. იმანაც, რომ დედა ჩემ გვერდით არ იყო, თვითდამკვიდრების სურვილი გამიჩინა“- ამბობს ზურა.
მომღერალი ზურა ხაჩიძე წარსულში სიონის ტაძარში გალობდა. ის დღემდე ინახავს მარხვებს და ესწრება წირვა-ლოცვებს. ზურა ხაჩიძე ხშირად წასულა მონასტერშიც. განსაკუთრებით საფარის მამათა მონასტერში წასვლა უყვარს, სადაც როგორც ამბობენ, ხშირად ჩადის და ბერებს ეხმარება.
რამდენიმე თვის წინ მომღერალი მონასტერში წასვლა ხათუნას ჯანმრთელობის გამო გადაწყვიტა.
„ვაპირებ ცოტხანით მონასტერში წასვლას, საკუთარი ძალების აღსადგენად. სახლში ყველასთან შეთანხმებული ვარ ხათუანამაც იცის. ეს ნაბიჯი ხათუნას კარგად ყოფნისთვისაც მინდა გადავადგა და ვფიქრობ, მონასტერში წასვლა მნიშვნელოვანი იქნება.
სანამ ჩემს მომავალს არ დავინახავ მე იქიდან არ დავბრუნდები. ჩემს ხათუნაზე ვილოცებ და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იქნება“- ამბობს ზურა ხაჩიძე.
ზურას პირველი სიყვარული 15 წლის ასაკში ესტუმრა, მაშინ როდესაც „ქუჩის ბიჭები“ ჩამოაყალიბა.
„ეკლესიაში დადიოდა გოგონა, რომელიც მომწონდა და იქ სიარული დავიწყე. ეკლესიამ ბევრი რამ მომცა.
ნინო არევაძე თბილისში წამოვიდა, აქ სწავლობდა. მე ბორჯომში ვიყავი. ვეღარ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას და გათხოვდა. მერე უკვე ძალიან მოვინდომე და გავხდი პოპულარული საქართველოში ჩემს ჯგუფთან ერთად და იმდენი ურთიერთობები იყო... ბევრ დროს წაიღებს“- ამბობს ზურა ერთ-ერთ ინტერვიუში.
შემდეგ კი იყო ხათუნა ჟორდანია. როდესაც წყვილის ურთიერთობაზე პრესა ალაპარაკდა, ალბათ მაშინ ყველას ეგონა, რომ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნებოდა, მაგრამ წყვილი უკვე 19 წლიან ქორწინებაში იმყოფება და მათ სიყვარულმა უამრავ ქარტეხილს გაუძლო.
მათი სიყვარულის ისტორია ყველასგან განსხვავებულია - მიუხდავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო და ხათუნას პირველი ქორწინების არცთუ კარგი გამოცდილება ჰქონდა, არ შეუშინდნენ საზოგადოების რეაქციას და საჯაროდ გაამხილეს სიყვარული და დაქორწინდნენ კიდეც.
როდესაც ხათუნას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ქმარი პირველი იყო, რომელიც მხარში დაუდგა და ურთულესი დღეები გადაატანინა, რაზეც ხათუნა ხშირად ლაპარაკობს საჯაროდ. წყვილს ერთი საერთო გოგონა ჰყავს. ხათუნას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე.
„როცა გავიცანი, ძალიან ლამაზი იყო. მასზე უზომოდ ვიყავი შეყვარებული. ჩვენი ურთიერთობა დაიწყო იმ პერიოდში, როცა რუსა მორჩილაძის სიმღერას ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ ნინი ქარსელაძესთან დუეტში ვწერდით. ეს დუეტი წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და არაერთი ჯილდოც ხვდა წილად. ნინი 8 წლის იყო, როცა ხათუნა შემიყვარდა.
ურთიერთობის დროს ბევრჯერ დავშორდით ერთმანეთს, არაერთხელ ვიჩხუბეთ. დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია, მაგრამ რომ შევრიგდით, მალევე დავქორწინდით. მას მერე მოვდივართ ასე ლამაზად ერთმანეთის სიყვარულით.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ცოლი მყავს; ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რამ შევიძინე ჩემთვის სასიკეთო, დიდი გამოცდილება მივიღე; ბედნიერი ვარ, რომ თავის დროზე ჩემი ცხოვრება ხათუნას დავუკავშირე“- ამბობს ზურა ხაჩიძე.
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი, ანასტასია ხაჩიძეა, ის ჯერ 14 წლის არია, თუმცა მოახერხა უკვე საზოგადოებისთვის თავის დამახსოვრება, მან მამასთან ერთად დედაენის ბაღში თავის გაკეთებულ ნივთები გაყიდა და ამით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა.
digest.ge